fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – ალექსანდრე ქვირია, კინორეჟისორი


გააზიარე სტატია


ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge  წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის მოკლე ინტერვიუების სერიას. 

თანამედროვე ქართულ კინოში მოღვაწე კინორეჟისორების, კინოოპერატორების, მსახიობების, მხატვრების  ხედვა, რეკომენდაცია და გამოცდილება მოკლედ.

ნ.კ. რატომაა რეჟისორობა საინტერესო?

თითქოს საუკეთესო აზარტული გასართობია. თუ გაგიმართლა, ფილმის კეთების ყველა ეტაპი ასეთი იქნება, თუ არა და, რომელიმე მონაკვეთი მაინც.

ნ.კ. მხატვრული და დოკუმენტური ფილმების თემების შერჩევისას როგორია დიფერენცირების თქვენებური მეთოდი?

ვფიქრობ, მთავარია ადამიანზე „დაზუმო“ და არა აქვს მნიშვნელობა არც ფორმას და არც ჟანრს.

ნ.კ. ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ კინო სხვა დანარჩენთან ერთად, ერთგვარი გარდატეხის პროცესშია, ზოგი აღნიშნავს, რომ საფესტივალო კინო კონიუნქტურას დაექვემდებარა, მეტიც, ვიღაცისთვის ეს ერთგვარი ცენზურაც კია – ყველანი ერთ თარგს მოვერგოთ, თქვენ რას ფიქრობ?

დასავლური სამყარო იდეოლოგიებს ყოველთვის გაურბოდა. დღეს კი მგონია, ამ სამყარომ საკუთარი თავი თვითონვე გაიბა პოლიტკორექტულობის იდეოლოგიაში, რაც თვითცენზურაში ვლინდება. ფესტივალებზეც იგივე ხდება. ეს ამბავი მაინც მოსახდელი და დროებითი მგონია.

ნ.კ. რომელი ქართული კინოფილმია  თქვენთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ოთარ იოსელიანის „პასტორალი“.

ნ.კ. ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კინოს ისტორია?

სტენლი კუბრიკის და ჟან რენუარის გარეშე. 

შარშან, პირველი ლოქდაუნის დროს, ჰიჩკოკის ყველა ფილმს მიყოლებით ვუყურე, მაშინ რომ გეკითხა, ჰიჩკოკს გიპასუხებდი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.