fbpx

პოლ მაკარტნიმ მზიურის კაფეს დაბადების დღე მიულოცა


გააზიარე სტატია

ცნობილი ჯგუფის,  The Beatles-ის წევრმა პოლ მაკარტნიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, არც მეტი, არც ნაკლები, მზიურის კაფეს ფოტოები გააზიარა. 

მზიურის კაფეს 1 ივნისს 5 წელი შეუსრულდა. ფეისბუქგვერდმა Meat Free Monday-მ კი ამ ფაქტის აღსანიშნავად ფოტოები გამოაქვეყნა და პოსტზე კაფესთან ერთად ლეგენდარული მუსიკოსიც მონიშნა. 

ფოტოებით მოხიბლულმა პოლმა კი პოსტი „მოიპარა“ და ამ ჟესტით მილოცვამ სამყაროში მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მზიურის კაფეს დამფუძნებელი, ანა გოგუაძე ყველაზე მეტად გაახარა. გაგვახარა ჩვენც.

„4 წლიდან ამ მუსიკით მოვდივარ, დღე არ გასულა ჩემს ცხოვრებაში ბითლზის გარეშე. თქვენც ოცნებებს მიაწექით“! – ამბობს ანა გოგუაძე AT.ge-სთან საუბრისას. 

მზიურის კაფე 2016 წლიდან მზიურის პარკში, სოციალური საწარმოს სტატუსით ფუნქციონირებს — ეს არის ადგილი, სადაც საინტერესო ღონისძიებებსაც შეგიძლია დაესწრო და გემრიელი კერძებიც ჭამო. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.