fbpx

ANOUKI-ს მაღაზიაში სიახლეებია – “ანუკი და კაფე, წიგნები, ემოციები”


გააზიარე სტატია

ფოტოები: ლუიზა ჩალათაშვილი


ვერაზე, თარხნიშვილის 2-ში  არსებული Anouki-ს უკვე საკმაოდ ცნობილი  მაღაზიის ინტერიერის ცვლილება პანდემიამდე იყო დაგეგმილი; თუმცა ახალი ინტერიერის გარდა, დიზაინერმა გადაწყვიტა მაღაზიის კონცეფცია შეეცვალა და გარდა მის მიერ შექმნილი სამოსისა, აქ ბევრი ისეთი ნივთი ყოფილიყო წარმოდგენილი, რასაც თავად უცხოეთში, სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიებში  აგროვებდა ხოლმე

მთელი პანდემიის განმავლობაში, რემონტის პარალელურად, ანუკი არეშიძე და მისი გუნდი ონლაინ ეძებდნენ და არჩევდნენ სხვადასხვა უცხოელი, ნაკლებად ცნობილი დიზაინერების სამკაულებს, რომლებიც ახლა უკვე ახალ სივრცეშია წარმოდგენილი.

მაღაზიაში  შეგიძლიათ იხილოთ დიზაინერების ნაკეთობები  ინდოეთიდან, კორეიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან. ასევე  სამკაულების ბრენდების – MISHO, SASKIA DIEZ, YVMIN, VYSHE – პროდუქცია

გარდა ამისა, შეირჩა ძალიან ბევრი სხვადასხვა დიზაინის და ფორმატის საკანცელარიო ნივთები, სასაჩუქრე ბარათები. მათ შორის განსაკუთრებულია კრისტიან ლაკრუას დიზაინით და ენდი უორჰოლის ნამუშევრების ინსპირაციით შექმნილი  ყოველდღიური წიგნაკები, წიგნები, კალმები, სათამაშო დომინო და ნარდიც კი.

მაღაზიაში ასევე დაგხვდებათ სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები მოდაზე, არქიტექტურაზე, მოგზაურობაზე

და, რა თქმა უნდა, კაფე Aperitivo! რომელიც განთავსებულია მაღაზიაში და სადაც შესაძლებელია  როგორც გემრიელი ბრაზილიური და ეთიოპიური ყავის, ასევე  სპეციალურად Aperitivo-სთვის დამზადებული ლიმონათების და კოქტეილების გასინჯვა. 

ეს ყველაფერი ერთად შექმნილია იმისთვის, რომ Anouki-ს განახლებულ კონცეპტუალურ მაღაზიაში მისულმა სტუმრებმა  განსაკუთრებული შთაბეჭდილებები  მიიღონ  და ხშირად დაუბრუნდნენ მაღაზიას თარხნიშვილის ქუჩაზე

მაღაზიის ინტერიერზე თავად ანუკი არეშიძემ Motif-ის ჯგუფთან ერთად იმუშავა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.