fbpx

ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე ფედონ პაპამაიქლის ფილმში ითამაშებენ


გააზიარე სტატია

2022 წელს მაყურებელი ოსკარის ორგზის ნომინანტის, წარმოშობით ბერძენი ოპერატორის სარეჟისორო ნამუშევარს –Light Falls იხილავს. 

ფილმში სხვებთან ერთად მთავარ როლებს ქართველი მსახიობები  ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძეც შეასრულებენ. 

პაპამაიქლის ახალი თრილერის სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილზე გვიყვება, რომლებიც ერთ-ერთ ბერძნულ კუნძულზე დასასვენებლად ჩადის. ისინი მიტოვებულ სასტუმროს პოულობენ – განსხვავებული სამყაროების აღმოჩენა კი ახალგაზრდებს ძალადობისა და შურისძიების უწყვეტ ჯაჭვში ითრევს. 

აღსანიშნავია, რომ ბერძენი რეჟისორის ოპერატორულ ნამუშევრებს შორისაა  ცნობილი კინოსურათები – “სანამ შენ გეძინა“  სანდრა ბულოკის მონაწილეობით,  “ამერიკის საყვარლები“  სადაც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ასრულებენ, “ნებრასკა“ ჯუნ სქუიბისა და ბრიუს დერნის მონაწილეობით (ბერძენმა  ოპერატორმა სწორედ ამ ფილმზე მუშაობისთვის დაიმსახურა პირველი ნომინაცია.)  და “ფორდი ფერარის წინააღმდეგ“, სადაც მთავარ როლებში მეთ დეიმონი და კრისტიან ბეილი გვევლინებიან. 

2020 წელს კი მისი საოპერატორო ნამუშევარი ფილმისთვის “ჩიკაგოს შვიდეული“ ასევე ოსკარის ნომინაციით აღინიშნა. 

Light Falls-ის გარდა მან ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალ ფილმზე, „მეოთხე ბრაიტონი“ იმუშავა, რომლის პრემიერაც ცოტა ხნის წინ ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართა. 2022 წელს კი სტივენ სპილბერგის “ინდიანა ჯონსზეც“ იმუშავებს. 

ოპერატორობის გარდა, პაპამაიქლი რეჟისურითაც არის დაკავებული. ახალი ფილმი, რომელშიც ქართველი მსახიობები ითამაშებენ,  მისი მეშვიდე ნამუშევარი იქნება. 

ქართველი მსახიობი ელენე მახარაშვილი უკვე გადაღებულია რამდენიმე უცხოურ პროექტში. მათ შორის არის   where are you, სადაც მისი პარტნიორები ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰოპკინსი და სერიალ მხევლის წიგნის ვარსკვლავი მედელინ ბრიუერი არიან. ამავე ფილმში ირაკლი კვირიკაძეც თამაშობს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.