fbpx

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ახალი ნამუშევრის, „მედეას მედიტაციების“ წარდგენა თბილისის ისტორიის მუზეუმში


გააზიარე სტატია

 

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

 

2 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ახალი ნამუშევრის, „მედეას მედიტაციების“ წინასწარი სამუშაო დათვალიერება და ვორქშოფი გაიმართა. 

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ეს ახალი დადგმა შედგენილია რიტუალური, ლიმინალური და ზღვარზე მყოფი მოქმედებებისგან. ამგვარი გამოვლინებები არამატერიალური მგრძნობელობის სამუშაო მონახაზებსა და იკონოგრაფიის ჩანახატებს ეყრდნობა. მედეას მედიტაციების დრამატურგია საბოლოოდ მნიშვნელოვანწილად შედგენილი იქნება ნოეტიკური, მედიტაციური მოცემულობებიდან მიღებული ნარატივებით. თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ მას ექნება მედიტაციური, ამბიენტური ხასიათი და უფრო მეტად ექსტატიკური და დაკარგული ქმედების წარდგენის მცდელობა იქნება.

ღონისძიება “Field Research” პრინციპს ეფუძნება და კრიტიკული გამოხმაურების  მიზნით დაინტერესებულ მაყურებელთან წარადგენს კონკრეტული ნამუშევრის („მედეას მედიტაციების“) განვითარების პროცესს. ასევე, ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ახლახან განხორციელებული ნამუშევრების ვიდეოდოკუმენტაცია. ამგვარი წარდგენა დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გაეცნოს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის სამუშაო პლატფორმას და ზოგად სადადგმო მექანიზმებს.

„მედეას მედიტაციების“ თეორიული და პრაქტიკული შესავალი წარმოდგენილი იქნება ახალი დრამის ფორუმზე წელს,  ივნის-ივლისში, ხოლო საბოლოო  სახით უჩვენებენ   სექტემბერში, თბილისში OXYGEN 2021-ის საერთაშორისო გამოფენაზე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.