fbpx

არქიტექტურის 100 ყველაზე შთამაგონებელი ფოტოგრაფი


გააზიარე სტატია

LOOP Design Awards გიზიარებთ რჩეულ „არქიტექტურის 100 ყველაზე შთამაგონებელ ფოტოგრაფს, რომელთა შორის ქართველი ფოტოგრაფი ივანე ქათამაშვილიც მოხვდა.

არქიტექტურული ფოტოგრაფია არქიტექტორებისა და დიზაინერების კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. იგი აცოცხლებს სივრცეებსა და შენობებს და ასახავს მათ გამოყენებას სივრცულ ჩარჩოებში ინტეგრირებით. იგი თავისი აღქმისა და მარკეტინგის იდეალური ინსტრუმენტია.

„არქიტექტორები ქმნიან შენობებს, არქიტექტორის ფოტოგრაფები კი – თავიანთ აღქმას“.

შთამაგონებელ არქიტექტორებსა თუ დიზაინერებზე ჩვენ ყველა სახის სტატიას ვნახულობთ, მაგრამ ვინ არიან რეალურად ყველაზე ინსპირაციული არქიტექტორები?

LOOP Design Awards-ის გუნდმა გადაწყვიტა,  საფუძველი ჩაეყარა და ფართო კვლევა ჩაეტარებინა ყველაზე ინსპირაციულ არქიტექტორ ფოტოგრაფებზე. ასობით არქიტექტორს, დიზაინერს, რედაქტორსა და, რა თქმა უნდა, უამრავ არქიტექტორ ფოტოგრაფს დავუსვით შეკითხვა: „ვინ არიან ფავორიტი და ყველაზე შთამაგონებელი არქიტექტურის ფოტოგრაფები?“

ჩვენ მივიღეთ წარმოუდგენელი გამოხმაურება ფოტოგრაფებისა და არქიტექტურული საზოგადოებისგან მთელი მსოფლიოდან.

 

ორიგინალი: https://www.loopdesignawards.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.