fbpx

Detectio – მურთაზ შველიძის პერსონალური გამოფენა დედიკას გალერეაში


გააზიარე სტატია


ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე
ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

 

8 ივნისიდან დედიკას გალერეაში მურთაზ შველიძის პერსონალური გამოფენის, Detectio-ს დათვალიერებაა შესაძლებელი

„Detectio” – დეტექტიური ჟანრის ნამუშევრებით ერთიანდება პროცესი, რომელიც მოგვაგონებს ბავშვური ცნობისმოყვარეობით რაიმე იდუმალის, ამოუცნობი მოვლენის შეცნობის მცდელობას,  რომელიც ასევე ძალიან ჰგავს მხატვრობის პროცესს, მის ერთგვარ კვლევას, რომელიც ამოუხსნელის ძიებისკენ უბიძგებს მხატვარს.

სერიის პერსონაჟები ხშირად მისტიკურ გარემოში ეძებენ, უთვალთვალებენ რაღაცას/ვიღაცას, რაც ნამუშევრებზე უხილავი რჩება, ჩნდება მხოლოდ ის დეტალები, რაც დამთვალიერებელს მიუთითებს ამგვარი მოლოდინისა და ძიების შესახებ. როგორც განძის მაძიებელს მიუძღვის საგანძურის რუკა, ასევე მხატვარს საკუთარი ცნობისმოყვარეობა უბიძგებს ამოუხსნელი, იდუმალი მოვლენის დაუსრულებელი ძიებისკენ.

სწორედ ამიტომ, მურთაზ შველიძის გამოფენა – Detectio, არტისტის 2019 წლის გამოფენისთვალთვალისგაგრძელებული პროექტია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.