fbpx

“ელექტრონავტების” ახალი ონლაინპლატფორმა – RadioElectronauts.com


გააზიარე სტატია

RadioElectronauts.com ახალი ონლაინპლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ელექტრონული და ინოვაციური  მუსიკალური სცენის პოპულარიზაციას.  პროექტი ფონდ „ელექტრონავტის“ შექმნილია. მისი ინიციატორი და ხელმძღვანელია სერგი გვარჯალაძე.

პლატფორმის მთავარი მიზანი ქართველი მუსიკოსების, ლეიბლებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციაა. ამით მათ საშუალება მიეცემათ მეტი პროდუქტი გაყიდონ და უფრო ხშირად მიიღონ მიწვევა   უცხოეთში“, – ამბობს  სერგი გვარჯალაძე.

პლატფორმა რამდენიმე მოდულისგან შედგება. ეს არის 24-საათიან რეჟიმში ჩართული აუდიოფლეიერი, რომელიც მხოლოდ ქართველი არტისტების მუსიკას უკრავს. „ფლეილისთი“ ამ ეტაპზე ათზე მეტ საერთაშორისო რადიოპორტალშია განთავსებული. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ყოველდღიურად ინგლისურად გაეცნოს უახლეს მოკლე ინფორმაციას  ახალი ქართული რელიზების, აქტივობების და არტისტების შესახებ.

ასეთი პლატფორმის შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ ფონდის გუნდში ცვლილებებმა და პანდემიამ დააჩქარა პროცესები“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტის სამომავლო მიზანია გაზარდოს საერთაშორისო პლატფორმების არეალი და უცხოელი მომხმარებლების რიცხვი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.