fbpx

ალექსანდრე კორძაია რიუიჩი საკამოტოს ახალ ინტერპრეტაციებს დაუკრავს


გააზიარე სტატია

ჰააგაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, იგივე Kordz, ნიდერლანდებში გამართულ კონცერტებზე ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორის, რიუიჩი საკამოტოს მუსიკალურ ნაწარმოებებს საკუთარი ინტერპრეტაციით დაუკრავს.

კორძაია 14, 15 და 16 ივნისს Holland Festival-ის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე ცნობილ ჰოლანდიურ ორკესტრთან (Asko/ Schönberg) ერთად გამოვა. ამსტერდამული შოუს ვიზუალური სცენოგრაფი ბორის აკეტი იქნება.

27 წლის ქართველი სინთ-მუსიკოსისთვის, რომელსაც ხშირად ადარებენ საკამოტოს ახალგაზრდობის წლებში, შემოქმედების ინსპირატორად მორის რაველი, იგორ სტრავინსკი, ჯეიმს ბრაუნი და პრინსი მიიჩნევიან.

 

 

ვიდეო მოგვაწოდა Movement TV / ანანო ბაკურაძემ, რომელიც Holland Festival-ის მიმდინარეობას ადგილიდან აშუქებს.

 

ორიგინალი: https://www.hollandfestival.nl

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.