ქართველები ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
გააზიარე სტატია
გუშინ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე – “ბერლინალეზე” სალომე ჯაშის ფილმის ,,Taming the Garden” ჩვენება გაიმართა. ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა და შემოქმედებითმა გუნდმა მსენელის კითხვებს პასუხები გასცეს. ფილმის ჩვენება Haus der Kulturen der Welt -ის ამფითეატრში ჩატარდა, სადაც ყველა ბილეთი დიდ ხნით ადრე გაიყიდა.
ასევე ბერლინალეზე წარდგენილი იყო ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“. რეჟისორთან ერთად ასევე მიწყვეული იყვნენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი და ანი ქარსელაძე.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კობერიძემ პრიზი მოძრაობას “რიონის ხეობის გადაჩენისთვის” მიუძღვნა.