fbpx

წიგნების საზაფხულო ბაზრობა


გააზიარე სტატია

შაბათ-კვირას they said books წიგნების მინი ბაზრობაზე გვიმასპინძლებს. ღონისძიება, რომელიც კონცეპტუალური მაღაზიისა და თიბისი კონცეპტის ერთობლივი პროექტია, უკვე ტრადიციად იქცა და ჩვენს ქალაქში მეოთხედ იმართება.

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში, ახვლედიანის 10 ნომერში, 21-22 ივნისს, შუა დღის პირველი საათიდან შეგიძლიათ მიბრძანდეთ და აღმოაჩინოთ they said books-ის გუნდის მიერ გულდასმით შერჩეული წიგნების სინთეზი: ზაფხულის ცხელ დღეებში წასაკითხი მსოფლიო შედევრები, პროზა და პოეზია, წიგნები მუსიკაზე, კინემატოგრაფიაზე, ფოტოგრაფიაზე… უიშვიათესი გამოცემები, კლასიკოსი მწერლები და ლეგენდები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა.

თითქმის ყველა წიგნი, რომელიც მინი ბაზრობისთვის შეირჩა, თავისებურად უნიკალურია. აქ ჩვენ გვაქვს შანსი, აღმოვაჩინოთ საკოლექციო გამოცემები, მწერლები და პოეტები, რომლებიც ჩვენს შთაგონების წყაროდ იქცა.

They said books-ის სელექცია აერთიანებს ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: ფრანგი ნოველისტი ჟან ჟენე, არტურ რიმბო, ბრიტანული პოეზიის ლეგენდა თომას ელიოტი, ამერიკელი პოეტი ვილიამ კარლოს ვილიამსი, ედუარდ ქამინგსი, ირლანდიელი ვილიამ ბატლერ იიტსი, კლასიკოსი ემილი დიკინსონი თუ კურტ ვონეგუტი…

They said books-ის დახლებზე ნებისმიერი ადამიანი აღმოაჩენს თავისი ინტერესის საგანს. აქ თქვენ იპოვით წიგნებს ლეგენდერალურ მუსიკოსებზე:

სექს პისტოლსი, სიდ ვიშასი, ჯოი დივიჟენი, იან ქერთისი, ჯიმი ჰენდრიქსი, მარია კალასი, ოსკარ პეტერსონი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი, კურტ კობეინი…

კინემატოგრაფიის მოყვარულებს შესაძლებლობა გაქვთ, აღმოაჩინოთ საკოლექციო გამოცემები, რეტროსპექტივა პიერ პაოლო პაზოლინის, რობერტო როსელინის,  ბერნარდო ბერტოლუჩისა თუ ფრანსუა ტრუფოსი.

ფოტოხელოვნებით გატაცებულებისთვის კი ამერიკელი ფოტოგრაფების, რობერტ კაპასა და რობერტ მაფელტროფის უნიკალური კატალოგები გელოდებათ, სუზან ზონთაგი ფოტოგრაფიაზე და სხვა საინტერესო გამოცემები.

რაც ყველაზე მთავარია წიგნების საზაფხულო ბაზრობაზე შეძლებთ თქვენი სურვილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით შეიძინოთ წიგნები, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი გარკვეულ გამოცემებზე 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

წიგნის მინი ბაზრობის პარალელურად,  They said books-მა და თიბისი კოცეპტმა ძალიან საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზეს, რომელიც დღეს თიბისი კოცეპტის სივრცეში გაიმართა. კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, დათო ცხადაძემ, ქეთი მაჭავარიანმა, ნიკა კოჩაროვმა და ნატაშა ლომოურმა ისაუბრეს კითხვის ხელოვნებაზე, მუსიკაზე, პოეზიაზე, კონოხელოვნებასა და ფოტოგრაფიაზე. ხელოვანებთან შეხვედრა ხვალინდელი წიგნების ბაზრობის ერთგვარი წინაპირობა იყო, წინაპირობა იმის, რომ ხვალ და ზეგ მართლაც ძალიან საინტერესო და ღირებული წიგნების აღმოჩენის შანსი გვაქვს.

არ გამოტოვოთ, შევხვდებით შაბათს, ახვლედიანის 10 ნომერში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.