fbpx

RIABID.GE – პირველი ქართული ონლაინ არტაუქციონი


გააზიარე სტატია


ავტორი: სოფია ცინცაძე

 

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ხელოვნება არასდროს ყოფილა უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე დღეს – არტისტები თავიანთ ნამუშევრებს ყველა შესაძლო გზით აჩვენებენ  სამყაროს. თუმცა, ხშირად საჭირო ხდება დამატებითი რგოლის არსებობა კოლექციონერებს, ხელოვნების მოყვარულებს და ხელოვანებს შორის, რათა ერთმანეთის იოლად აღმოჩენის უნიკალური  შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

ონლაინ არტ-აუქციონები თანამედროვე სამყაროში ახალი ხილი დიდი ხანია აღარ არის, თუმცა პანდემიამ და დღევანდელმა რეალობამ მათი როლი კიდევ უფრო გაზარდა, ვინაიდან აუქციონები საზოგადოებრივი ღონისძიებებია, ხოლო ჩვენ მსგავსი ინტერაქციების შესაძლებლობა ჯერჯერობით აღარ გვაქვს. 

Riabid.ge პირველი ქართული ონლაინ არტ-პლატფორმაა, რომელიც ორიენტირებულია  არტისტების პოპულარიზაციასა და ქართული ხელოვნების ყიდვა-გაყიდვაზე საქველმოქმედო მიზნით. იგი ფუნქციონირებს რია ქებურიას ფონდის მფარველობის ქვეშ და ემსახურება ფანდრაიზინგს, ანუ სახსრების შეგროვებას  არტ-რეზიდენციის უფრო ფართო პროგრამების შექმნისათვის, აკადემიური და გაცვლითი პროგრამების, ვორქშოფების განვითარებისა და ნამუშევრების წარმოების ხარჯების დაფარვისათვის. 

პლატფორმა განკუთვნილია ხელოვნების მოყვარულთათვის, კოლექციონერებისათვის, ახალბედა თუ უკვე ჩამოყალიბებული  ხელოვანებისთვის, რათა აღმოაჩინონ, გაეცნონ, გაყიდონ და შეაგროვონ ხელოვნების ნიმუშები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია აუქციონის გარეშეც, ფიქსირებული ფასით.

საიტი ამოქმედების დღიდან უკვე სხვადასხვა არტისტების მრავალფეროვან მედიუმებში შესრულებულ 200-მდე ნამუშევარს ითვლის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.