გიორგი მიქიაშვილისადმი მიძღვნილი მუსიკალური ინსტალაციის პრეზენტაცია
ფოტო/ვიდეო – გიორგი ნაზღაიძე
21 ივნისს Propaganda Network-მა გიორგი მიქიაშვილისადმი მიძღვნილი მუსიკალური ინსტალაციის პრეზენტაცია გამართა. ყველასთვის საყვარელი გიორგი მიქიაშვილი გრაფიკული დიზაინერი და 3D არტისტი იყო. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
Tete Noise-ის ახალი ნამუშევრების 40-წუთიანი პერფორმანსი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, განსაკუთრებულ აკუსტიკურ გარემოში ჩატარდა.
Tete Noise – ქართველი მუსიკოსი და მუსიკის პროდიუსერია, რომელსაც ელექტრონული მუსიკის არაერთ ჟანრში უმუშავია ბენდთან. პროექტით – TeTe Noise მუსიკოსი ემბიენთის, noise art-ის და ლაივპერფორმანსების მიმართულებით ატარებს ექსპერიმენტებს. მისი ჟღერადობა კოლაჟის ტიპის დრამატურგიით ვითარდება, სადაც მუსიკოსი საველე ჩანაწერების, ალეატორიკის და ხმის ექსპერიმენტულ ნარატივს იყენებს.