fbpx

გიორგი მიქიაშვილისადმი მიძღვნილი მუსიკალური ინსტალაციის პრეზენტაცია


გააზიარე სტატია

ფოტო/ვიდეო – გიორგი ნაზღაიძე

21 ივნისს Propaganda Network-მა გიორგი მიქიაშვილისადმი მიძღვნილი მუსიკალური ინსტალაციის პრეზენტაცია გამართა.  ყველასთვის საყვარელი გიორგი მიქიაშვილი გრაფიკული დიზაინერი და 3D არტისტი იყო. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

Tete Noise-ის ახალი ნამუშევრების 40-წუთიანი პერფორმანსი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, განსაკუთრებულ აკუსტიკურ გარემოში ჩატარდა.   

Tete Noise – ქართველი მუსიკოსი და მუსიკის პროდიუსერია, რომელსაც ელექტრონული მუსიკის არაერთ ჟანრში უმუშავია  ბენდთან.  პროექტით – TeTe Noise  მუსიკოსი ემბიენთის, noise art-ის და ლაივპერფორმანსების მიმართულებით ატარებს ექსპერიმენტებს. მისი ჟღერადობა კოლაჟის ტიპის დრამატურგიით ვითარდება, სადაც მუსიკოსი საველე ჩანაწერების, ალეატორიკის და ხმის ექსპერიმენტულ ნარატივს იყენებს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.