fbpx

ნახAT და გაიცანით არაჩვეულებრივი მალხაზ გორგაძე 


გააზიარე სტატია

მალხაზ გორგაძემ თბილისისთვის პირველი მასშტაბური მოზაიკური ნამუშევარი ღია სივრცეში, ზემელზე, 1965 წელს გააკეთა – ამ დროს სამხატვრო აკადემიას ამთავრებდა. პირველ მოზაიკას სხვა მოჰყვა და მომდევნო წლებში თბილისის სხვადასხვა ადგილას არაერთ კედელზე გაჩნდა მისი მოზაიკები, ნახატები, პანოები. მათი ნაწილი განადგურდა, ნაწილი დაზიანდა, ნაწილი ამ დრომდე პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.

The why not gallery-მ მაისში ხელოვანის ნამუშევრები გამოფინა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენა იყო. თუმცა თუ ნახავთ რამდენად თავმდაბალია ეს ძალიან მაგარი და პროდუქტიული მხატვარი, აღარ გაგიკვირდებათ, რომ მასზე თვით ყველაფრისმცოდნე საძიებო სისტემა Google-მაც კი ბევრი არაფერი იცის.

 

ავტორი: ირინა კავილაძე
ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი
ასისტენტები:გიორგი მჭედლიშვილი
სანდრო ხუციშვილი
მონტაჟი: ნიკა კვახაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.