All I Need – ჰენესის გლობალურ კამპანიას სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც შეუერთდა
2019 წელს ჰენესმა გლობალური კამპანია “ყველაფერი რაც მჭირდება” (All I Need) წამოიწყო. ეს კამპანია არის ერთგვარი განცხადება ახალგაზრდებისა, რომლებმაც შეცვალეს წარმატების არქეტიპი და ურბანულ მავერიკებად გადაიქცნენ.
ჰენესის გლობალური კამპანიისთვის მომზადებულ ვიდეოში საქართველოდან ლუიზა ჩალათაშვილი გვიყვება საკუთარ ისტორიას. ლუიზა ჩალათაშვილი ქართველი ფოტოგრაფია, რომელსაც საქართველოში ფოტოხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები კარგად იცნობენ.
საქართველოსთან ერთად, ჰენესის გლობალურ კამპანიაში უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ახალგაზრდებიც არიან ჩართულნი. მათი ისტორიების მოსმენა ქვემოთ მოცემული ვიდეოში შეგიძლიათ.
კამპანია კიდევ სხვა ვიდეოების სერიებით გაგრძელდება, რომლის მიზანიც ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდების გაცნობა, მათი ხედვებისა და მიზნების გაჟღერებაა.