fbpx

სტუდენტურ კინოფესტივალზე ახალი პროექტი ინდუსტრიული დღეები იწყება


გააზიარე სტატია

 

თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, 29 და 30 ივნისს, გაიმართა სცენარის განვითარების ვორქშოფი, რომელსაც გაუძღვა ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიისა და ჰამბურგის მედიასკოლის (გერმანია) პედაგოგი კლაუდია მესემერი.

ეროვნული კინოცენტრის და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით „ფიჩინგ ფორუმი“ – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი – ჩატარდება 2-3 ივლისს, დილის 10:00-დან, ხოლო ფორუმი ჩატარდება 4 ივლისს, დილის 11:00-დან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის.: შოთა რუსთაველის გამზირი №19). 

ფორუმში წარდგენილია  11 პროექტი, რომელთა ავტორები ჯერ “ფიჩინგ ვორქშოფში” მიიღებენ მონაწილეობას, შემდეგ კი საკუთარ პროექტებს სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგენენ. Პროდიუსერი ვოვა კაჭარავა და რეჟისორები დავით ჯანელიძე და ქეთი მაჭავარიანი 3 გამარჯვებულს გამოავლენენ, რომელთაც თბილისის მერიის  ხელშეწყობით ფორუმის ფულადი საპრიზო ფონდიდან ჯილდოები გადაეცემათ. 

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში “ფიჩინგ ფორუმის” პარტნიორი კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“ კი გამარჯვებულ პროექტებს ე.წ. თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველყოფს.

სპეციალურად “ფიჩინგ ვორქშოპის” ჩასატარებლად თბილისს გერმანიაში მოღვაწე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, რეჟისორი ზაზა რუსაძე ეწვევა, რომელიც ახალბედა რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ორდღიან ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს გამართავს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.