fbpx

“გალერეა საწყობი” ყოველკვირეულ ფოტოაუქციონს იწყებს


გააზიარე სტატია

“გალერეა საწყობი” პროექტ “სავსე მთვარის” ფარგლებში წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ ფოტოაუქციონს. აუქციონის პირველი ფოტოს ავტორია ბუ8კი. მისი ფოტო “ფარულ ფიქრებშია თავისუფლება” ერთი კვირიაა, რაც  გამოფენილია  და შაბათს, 3 ივლისს, აუქციონის პრინციპით გაიყიდება.

ფოტოს ფიზიკური არსებობა განსხვავდება მისი ციფრულ ფორმატში  შენახულისაგან.  აუქციონის იდეა ეყრდნობა იმას,  რომ ფოტოს ციფრულიდან ფიზიკურამდე გარდაქმნით და ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით, ის სრულფასოვნად  ვლინდება. ფოტო, რომელსაც  განვითარების ყველა შრე აქვს გავლილი, შინაგანი  ენერგიის, შინაარსის მაქსიმუმს წარმოადგენს.

აუქციონის პრინციპით გამოფენისა და გაყიდვის მოწყობის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა, თუ   სურვილი აქვთ,   შეძლონ საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქციონ ხელოვნების ამ მედიუმში შესრულებული ობიექტი.

ბუ8კი ავატარია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში. ესაა ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც აქტიურად მუშაობს,  აფიქსირებს ყოველდღიურობას და შემდეგ სოციალურ ქსელში წარმოადგენს. მის ვიზუალურ პოეზიას ხშირად თან ერთვის აბსურდული კომენტარი.

მისამართი: დოდო აბაშიძის 10, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.