fbpx

5 ივლისს კონცეპტArt-ის მოძრავი აქცია-ფესტივალი „CA Goes To…” იხსნება


გააზიარე სტატია

კონცეპტArt-ის მოძრავი  აქცია-ფესტივალი „CA Goes To…” 5 ივლისს გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში გაიხსნება და  მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟანრის არტისტებსა და პროექტებს  გააერთიანებს.   „CA Goes To“  ეწვევა რეგიონებსაც, კონცეფციის ნაწილი კვლავ  მოულოდნელობები იქნება, ერთ დღესაც შეიძლება „CA Goes to…”   თქვენს ეზოს ეწვიოს. აქციის სლოგანია – იმოძრავე ჩვენთან ერთად!

5 ივლისს 19:30 საათზე არტოს ბაღში ფესტივალის ყველა მონაწილე შეიკრიბება, საღამოზე მოსულ ადამიანებს დაუვიწყარი Jam Session და სიურპრიზები ელოდებათ. ასევე შედგება ერეკლე გეწაძისა და ელენე კალანდაძის პროექტის Bad Habitz პრემიერა.

CA Goes To 100-ზე მეტ ქართველ არტისტს გააერთიანებს:  ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი გიგაშვილი, დავით ალადაშვილი, ლუკა თოფურია, ზვიად ბოლქვაძე, რატი ამაღლობელი, ლიზი რამიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, ანნა დოი, ანნა ჭანია, ანასტასია აღლაძე, ლევან დეისაძე, ლაშა დეისაძე, ერეკლე გეწაძე, ელენე კალანდაძე, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, გიორგი მარდალეიშვილი, გიორგი კაპანაძე, დავით გოგისვანიძე.

ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ  გაჩერებას „ახალი თეატრი“ უმასპინძლებს, სადაც კონცეპტArt 14 ივლისს გია ყანჩელის საღამოს წარუდგენს მაყურებელს.  „გზა ისევ შორია“ მაესტროს სიცოცხლეში The Georgian Six-თან და ია საკანდელიძესთან ერთად შექმნილი ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია, რომელსაც გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა დაედო საფუძვლად.

19 ივლისს კი „ახალ თეატრში“ ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართება, რომელში მონაწილეობისთვის თბილისს აღიარებული ამერიკელი დრამერი მაიკ მიტჩელი ეწვევა.

20 ივლისს მაყურებელი ზვიად ბოლქვაძისა და რატი ამაღლობელის კოლაბორაციას იხილავს.

21 ივლისს გიორგი გიგაშვილი კონცერტს გამართავს  ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც გიორგი ცაგარელი უდირიჟორებს.

22 ივლისი მთლიანად ახალ თაობას დაეთმობა, ლუკა თოფურიასთან ერთად საპრემიერო პროექტს წარმოადგენენ ნინი ნუცუბიძე, ანნა დოი და ლიზი კერესელიძე. „ახალ თეატრში“ CA Goes To საზაფხულო სეზონს დავით ალადაშვილი და ლიზი რამიშვილი დახურავენ.

პროექტის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – თეონა ჯორბენაძეa. აქცია-ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

საინფორმაციო მხარდამჭერები კი ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია პალიტრა, AT.GE არიან. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 118-08.

ფესტივალის მასპინძელია:  სასტუმრო „შოთა რუსთაველი“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.