fbpx

When Women Notice and Talk About Each Other – MATERIEL-ის ახალი კამპანია


გააზიარე სტატია

ქართულმა მოდის სახლმა MATERIEL-მა რამდენიმე დღის წინ ახალი Resort 2022 კოლექციის კამპანია გაავრცელა.

When Women Notice and Talk About Each Other – ასე ჰქვია ფილმების სერიას, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ქალები მათ თავზე გადამხდარ ისტორიებზე საუბრობენ. პროექტის ავტორი თბილისში არსებული არტისტების ჯგუფი, JAM PROJECT-ია.

MATERIEL-ის resort 22 კოლექციის ახალი პროექტი ლოგიკური გაგრძელებაა იმ ისტორიის, რომელსაც ჩვენ ერთად ვყვებით, თუმცა აქ მთავარი ამოცანა JAM PROJECT-ის როლის, როგორც ამ ამბავში მხარის და მონაწილის მინიმუმამდე დაყვანა იყო. გვინდოდა ისტორია დაგვენახა „მატერიელის ქალების“ თვალით, მათი გამოცდილებისა და ყოველდღიურობის გათვალისწინებით.

10 ფილმში ვყვებით იმ პატარა შეხვედრებზე, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობას მრავალფეროვანს ხდის. როცა ჩვენი და ჩვენთვის უცხო ადამიანების ყოფითი სიტუაციები რაღაც მომენტში იკვეთება და ერთმანეთს თუნდაც წამიერად ვხედავთ, ვამჩნევთ, ვიმახსოვრებთ ერთმანეთს ეს უკვე ნიშნავს ამბავს, რომლის მოყოლაც შეგვიძლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ წარმოვიდგინოთ, მოვიგონოთ ჩვენი ისტორიები სხვებზე.

ასეთი შეხვედრები ჩვენს ირგვლივ ყოველ დღე ერთმანეთის პარალელურად ხდება, უამრავი ადამიანი ერთმანეთს პირველად ხედავს, შეიძლება უკანასკნელად, მაგრამ ეს პირველად ნანახი, უცხო სახე უცხო აღარასდროს იქნება.

ფილმების სიუჟეტები ერთმანეთთან ჯაჭვური პრინციპითაა დაკავშირებული და თითქმის პარალელურად, პირობითი დღის ერთი საათის განმავლობაში ვითარდება.

მთავარი გამოწვევა PROJECT-ის ტყუილისა და სიმართლის ზღვარის დაცვა იყო. გვინდოდა, შეგვენარჩუნებინა ჩვენი გმირების გულწრფელობა, რომელიც მოგონილი ისტორიების ფონზე შეიძლებოდა დაკარგულიყო, ამიტომ ჩვენ მივმართეთ რეკონსტრუქციის მეთოდს, გადავწყვიტეთ ტყულის ეფექტი პირობითი სივრცითა და გახსენების ფენომენით დაგვებალანსებინა. ამიტომ ეს ფილმები რეკონსტრუქციებია იმ ამბების, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

 

Credits:

 film by Jam Project @Jamproject_

Makeup artist: Christina Regini @christinaregini @makeupinstitutegeorgia

Makeup artist assistant: Natia Rigvava @natiarigvava @makeupinstitutegeorgia

Hair:  Viktoria Gigiashvili @viktoria.gigiashvili

 

Cast:

Shiloh @itsekans @icmodelmanagement

Mano @mano_jabanashvili @lookmodelsmanagement

Afra @afrafadul

Milan @korean.ge @icmodelmanagement


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.