fbpx

თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის შედეგები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის  მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის მიერ 1971 წელს გადაღებული ფილმით „ნუცა“ და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, სელექციის შედეგად, 11 ქვეყნის 32 ფილმი მონაწილეობდა. საკონკურსო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კინომცოდნეები ლელა ოჩიაური და თეო ხატიაშვილი, ასევე სტუდენტი-კინომცოდნე ლაშა ბურჯანაძე, გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

 

ფესტივალის გრანპრი

I’m here / Film by Julia Orlik / Animation

The Polish National Film, Television and Theatre School in Lodz / POLAND

 

საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი

The Dregs / Film by Yuval Nitzan / Short Fiction

The Jerusalem Sam Spiegel Film School / ISRAEL

 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Skyscraper / Film by Davit Shekiladze / Animation

TAFU / GEORGIA

 

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

Lazare / Film by Levan Chkonia / Documentary

TAFU / GEORGIA

 

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის

Sea by the river and the river by the sea / Film by Sovran Nrecaj / Short Fiction

Sarajevo Film Academy / BOSNIA AND HERZOGOVINA

 

ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი 

Mila / Film by Salome Vepkhvadze / Short Fiction

TAFU / GEORGIA

 

ფესტივალზე 2-დღიანი ფიჩინგ ვორქშოფი გამართა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა ზაზა რუსაძემ, რომელმაც  მომავალი ფილმების 11 პროექტი დაამუშავა ავტორებთან ერთად და ფიჩინგ ფორუმზე წარუდგინა ჟიურის წევრებს: დავით ჯანელიძეს, ქეთი მაჭავარიანს და ვოვა კაჭარავას.

 

ფიჩინგ ფორუმის პირველი ადგილი – გაბრიელ ხოტივარიკატაბაზისი

მეორე ადგილი – გიორგი გეთიაშვილიკახაბერი

მესამე ადგილი – სალომე ვეფხვაძებედის მწერლები

 

გამარჯვებულებს თბილისის მერიის ხელშეწყობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ მომავალი ფილმის პროექტის დასახვეწად და თიზერის შესაქმნელად, რაშიც ასევე ფესტივალის მეგობარი, კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“ ტექნიკურ ხელშეწყობას გაუწევს გამარჯვებულებს.

ფესტივალის ფარგლებში ინდუსტრიული და საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდა – გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიის პროფესორის, კლაუდია მესემერის ორდღიანი ინტენსიური ვორქშოფი სცენარის განვითარებაში; ასევე პროექტი AMIRANI TALKS, რომლის ფარგლებშიც სალომე ჯაშის, თინათინ კვინიკაძის, პაატა გოძიაშვილის და დავით ფირცხალავას მასტერკლასები ჩატარდა. 

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის მეგობრები: კინოკომპანია „ჯაგაგრიპი, Artarea, AT.ge, რადიო „ფორტუნა“,  რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.