fbpx

ქართველი მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა


გააზიარე სტატია

ფილმებში და სერიალებში ხშირად გვინახავს სკოლა-პანსიონები, ე.წ. Boarding Schools. სიუჟეტი იმდენად საინტერესოა ხოლმე, რომ პერსონაჟების ცხოვრებითაც კი გვიცხოვრია რამდენიმე საათის განმავლობაში. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სცენარი მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებია, რადგან საქართველოში მსგავსი სკოლები პოპულარული არ არის, საზღვარგარეთ კი… საზღვარგარეთ ვინ მიგვიღებს?! 

Suhoviy Educational Consultancy არის ინგლისში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოსწავლეებს ბრიტანეთის საუკეთესო სკოლა-პანსიონში ან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებში ეხმარება. შესანიშნავი სიახლე ის არის, რომ კომპანიას საქართველოში წარმომადგენელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მოსწავლეებს “ეკრანზე ნანახი” ოცნების ახდენა შეუძლიათ. საამაყოა, რომ ორგანიზაციამ საქართველოში მომსახურების გაწევა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მის დამფუძნებელს ქართველ ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება აქვს. იგი განსაკუთრებით მოხიბლულია ქართველი მოსწავლეების ნიჭითა და შრომისუნარიანობით. 

At.ge გთავაზობთ ინტერვიუს Suhoviy Educational Consultancy-ის რეგიონალურ წარმომადგენელთან, ლიკა სარალიძესთან.


 

მოდით თავიდან დავიწყოთ, რა არის Suhoviy Educational Consultancy და რაში დაეხმარება ის ქართველ მოსწავლეებს?

Suhoviy Educational Consultancy განათლების სფეროში პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურებაა. ის ერთგვარი გზამკვლევია მოსწავლისთვის, რომელიც მიზნად ისახავს დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებას. თუ რატომ დიდი ბრიტანეთი, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ის ფაქტიც კმარა, რომ  ნობელის პრემიის 38 ლაურეატი და მსოფლიოს 54 ლიდერი გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. აღარაფერს ვამბობ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, რომელზეც ეს შესანიშნავი განათლების სისტემა დგას. ევროპაში პირველი სკოლაც ხომ ინგლისში, კენტის საგრაფოში დაარსდა. King’s School Canterbury 597 წლიდან დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.  

ბევრი მსგავსი ტიპის ორგანიზაცია არსებობს. რითი განსხვავდება Suhoviy Educational Consultancy სხვა საკონსულტაციებისგან?

ჩვენი მომსახურება  ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეულ ოჯახზე და ბავშვზე. არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ყველასთვის მისაღებია, მით უმეტეს, ისეთ საპასუხისმგებლო საკითხში, როგორიც განათლებაა. ბავშვის სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით, ოჯახმა ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოს, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მოსწავლის არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. ჩვენი კომპანიის ექსპერტ-კონსულტანტი მოსწავლეს მისთვის სწორი სკოლის თუ უნივერსიტეტის არჩევაში დაეხმარება. სწორად არჩეული ინსტიტუცია ნიშნავს პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას, რაც უდავოდ წარმატების საწინდარია.

ამიტომ, საწყის ეტაპზე კონსულტანტი გაიცნობს ოჯახსა და ბავშვს, შემდეგ შეაფასებს მოსწავლეს აკადემიურად, რაც მისი ინტელექტუალური ამბიციისა და ინტერესების გამოვლენას გულისხმობს. შეირჩევა რამდენიმე სკოლა/უნივერსიტეტი. ბოლოს კი იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი — მომზადება მისაღები გამოცდებისათვის. ეს გუნდური და საკმაოდ შრომატევადი მუშაობაა, რომელსაც აუცილებლად მოაქვს დადებითი შედეგი.  

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის აკადემიური მოსწრება არ არის მაღალი?

ბუნებრივია, რომ ქართული და ბრიტანული განათლების სისტემები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, აკადემიური შეფასება არ გულისხმობს კონკრეტული საგნის ან მასალის ცოდნის დონის დადგენას.  მისი ძირითადი მიზანი მოსწავლის ინტერესების სფეროს, პოტენციალის,  მოტივაციის და ზოგადად ცნობისმოყვარეობის ხარისხის გამოვლენაა. სწორედ ამ  ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით დგება სასწავლო-მოსამზადებელი გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელებაში კონსულტანტი დაგეხმარებათ.

რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ მომსახურებით?

სკოლებში მისაღები გამოცდები ძირითადად ორჯერ — 13 და 16 წლის ასაკში ინიშნება. ზოგჯერ, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია სწავლის გაგრძელება 14 წლიდანაც. უნივერსიტეტში კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ახალგაზრდები აგრძელებენ სწავლას.

რამდენი ხნით ადრე არის რეკომენდებული მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება და კონსულტაციისთვის მიმართვა?

Suhoviy Educational Consultancy მხოლოდ წამყვანი სკოლებისა  და უნივერსიტეტების მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, ასეთ ინსტიტუციებში ჩასარიცხად კონკურსი საკმაოდ მაღალია. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ წინასწარ მომზადება და მოქმედების გეგმის საფუძვლიანად ჩამოყალიბება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უფრო ზუსტად რომ გიპასუხოთ, გონივრული ვადა 2 წელია. 

თქვენ როგორ მოხვდით Suhoviy Educational Consultancy-ში?

როდესაც ჩემი შვილები ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ განათლება დიდ ბრიტანეთში მიეღოთ. შესაბამისად, დავიწყე ძიება სკოლების, რომლებიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებდა ჩემს ამბიციებს. საბედნიეროდ, მალე მივხვდი, რომ პროფესიონალის დახმარების გარეშე სასურველ მიზანს ვერ მივაღწევდი. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სერვისის ბრიტანული წარმომავლობა იყო. ჩვენ გავიცანით ექსპერტი-კონსულტანტი – ქალბატონი ელეონორა სუჰოვიი, რომელიც 13 წლის  ასაკში  მშობლებმა დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს სასწავლებლად. საკმაოდ რთული და უნიკალური გზა მან წარმატებით გაიარა და არამხოლოდ სკოლა, არამედ University of Oxford-იც  წარჩინებით დაამთავრა. აქედან მოყოლებული, დღემდე, მისი საქმიანობა ერთ მიზანს ემსახურება — დაეხმაროს მოსწავლეებს, რომლებიც  საინტერესო და რთული გამოწვევის წინაშე დგანან. ელეონორას უნიკალური ისტორია, მისი შეუდარებელი გამოცდილება და პროფესიონალიზმი იყო ჩვენთვის გადამწყვეტი, როცა Suhoviy Educational Consultancy-თან დავსახეთ მოქმედების გეგმა და დავიწყეთ მომზადება. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მოგვიანებით პარტნიორები გავხდით და გადაწყვიტეთ ეს სერვისი ქართველი მოსწავლეებისთვისაც შეგვეთავაზებინა. 

გამოდის, თავდაპირველად ამ კომპანიის კლიენტი ყოფილხართ. რას გაგვიზიარებდით თქვენი გამოცდილებიდან?

დამეთანხმებით, რომ მშობლისთვის არ არის მარტივი, 14 წლის ასაკის ბავშვის გაგზავნა ოჯახიდან შორს. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, არასდროს მინანია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ როდესაც გარემო სწორადაა შერჩეული, ამ გამოცდილებას მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს. ტემპი, რომლითაც ბავშვები იქ განვითარდნენ, შეუფასებელია. პრესტიჟული სკოლა-პანსიონი,  ტრადიციულად,  უსაფრთხო და კომფორტული გარემოა. აქ ბავშვი თვითდისციპლინას და სხვა ბევრ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს იძენს. საუკეთესო პირობებია როგორც აკადემიური, ასევე ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის. ლიდერი სკოლების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია ხელი შეუწყოს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ჯანსაღი კონკურენცია, სხვისი მიღწევების დაფასება და საკუთარი მარცხის წარმატებად  ტრანსფორმაცია, დროის სწორად მართვა.  ხელმისაწვდომია უამრავი კლასგარეშე, არამხოლოდ აკადემიური, არამედ სპორტული აქტივობა. სკოლა ხშირად მასპიძლობს უნივერსიტეტის პროფესორებს, პარლამენტის წევრებს, თუ ხელოვანებს. Მათთან Იმართება საინტერესო ლექციები და დისკუსიები აქტუალურ თემებზე. Ასეთი შეხვედრებისას  თითოეული ბავშვის აზრი დაფასებულია — სივრცე და დრო თანაბრადაა განაწილებული უფროსებსა და მოსწავლეებს შორის.

აქ ბავშვი ახლოს ეცნობა დიდი ბრიტანეთის მდიდარ ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს. იძენს მყარ, ერთგულ სამეგობრო წრეს, რაც ასევე ღირებულია, განსაკუთრებით დღევანდელ დინამიურ, სწრაფად ცვალებად და არც თუ ისე ლმობიერ სამყაროში.

 

ზემოთაც ახსენეთ უნივერსიტეტი, ჩვენ კი მხოლოდ სკოლებზე ვისაუბრეთ. ამ კუთხით რას სთავაზობს Suhoviy Educational Consultancy აბიტურიენტებს?

კომპანია ასევე წარმატებული გზამკვლევია აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დიდ ბრიტანეთში საბაკალავრო საფეხურზე გააგრძელონ სწავლა. ამ შემთხვევაშიც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის სწორი უნივერსიტეტის არჩევას. 

საწყის ეტაპზე ექსპერტ-კონსულტანტი დაგეხმარებათ აკადემიური და პროფესიული სფეროს განსაზღვრაში და საბაკალავრო პროგრამის უკეთ გაცნობაში. მასთან ერთად მომავალი სტუდენტი შეძლებს ჩამოაყალიბოს საგნების კომბინაცია, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მისთვის სასურველ საბაკალავრო კურსს. კონსულტანტი მოგაწვდით საუკეთესო რესურსებს წიგნების, პოდკასტებისა და ლექციების სახით, რაც უდავოდ გაზრდის მოსწავლის, როგორც აპლიკანტის, კონკურენტუნარიანობას. ასევე გაგაცნობთ წარმატებული სამოტივაციო წერილის (Personal Statement) ნიმუშებს და დაგეხმარებათ საკუთარის ფორმულირებაში. მოგამზადებთ ინტერვიუსთვის, რომელიც აუცილებელია ზოგიერთ წამყვან უნივერსიტეტში ჩასარიცხად. 

თუ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, მხოლოდ ნათელ მომავალზე ფიქრობთ, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ თავად დაეკონტაქტოთ ლიკას [email protected] და ეწვიოთ ვებგვერდს www.suhoviy.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.