fbpx

სპაიკ ლი თბილისში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა


გააზიარე სტატია

 

ამერიკული საავტორო კინოს თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ოსკაროსანმა სცენარისტმა და რეჟისორმა სპაიკ ლიმ, რომელიც კანის წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია, პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და საქართველოში მომხდარ მოვლენებსაც შეეხო.

გამოცემა Movement-ის ქართველი ჟურნალისტის, ანანო ბაკურაძის ემოციურ შეკითხვას, რომელიც საქართველოში არსებულ რუსულ ჩაგვრასა და ლგბტქი თემის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებს ეხებოდა, სპაიკ ლიმ უპასუხა, რომ მსოფლიოს განგსტერები – „ნარინჯისფერი აგენტი“, ბრაზილიაში მყოფი ტიპი და პუტინი მართავენ. ამერიკელმა კინოხელოვანმა დონალდ ტრამპი და ჟაირ ბოლსონარო იგულისხმა.

 

„ისინი განგსტერები არიან და იმას იზამენ, რისი გაკეთებაც სურთ. მათ არ გააჩნიათ მორალი და ზნეობა. მსგავსი ყაჩაღების წინააღმდეგ ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ. აქ ერთადერთი არ ვარ, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცის. ახლა ჟურნალისტების ვალდებულებაა, სამყაროს მიაწვდინონ ხმა. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია მოვლენებზე და დაწერეთ. კანის ფესტივალი მხოლოდ ფილმების კრიტიკა არაა, თქვენ ავაზაკებიც უნდა აკრიტიკოთ“, – განაცხადა სპაიკ ლიმ.

კანის 2021 წლის საერთაშორისო ფესტივალი ფრანგი რეჟისორის, ლეოს კარაქსის სურათის (Annette) ჩვენებით გაიხსნა. კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში ასევე წარმოდგელია ისეთი აღიარებული რეჟისორების უახლესი ნამუშევრები, როგორებიც არიან: პოლ ვერჰუვენი, ფრანსუა ოზონი, შონ პენი, უეს ანდერსონი, ასღარ ფარჰადი, ჟაკ ოდიარი, კირილ სერებრენიკოვი, ნანი მორეტი და ილდიკო ენიედი.

 

ორიგინალი: https://www.hollywoodreporter.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.