fbpx

დემნა გვასალიას HAUTE COUTURE კოლექცია ბალენსიაგასთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

 

7 ივლისს დემნა გვასალიამ ბრენდ BALENCIAGA-სთვის 50 წლის შემდეგ პირველი HAUTE COUTURE კოლექცია წარმოადგინა.

ბრენდის დამფუძნებლის, კრისტობალ ბალენსიაგას გარდაცვალების შემდეგ 50 წელი გავიდა, რა დროის განმავლობაშიც ბრენდს HAUTE COUTURE კოლექციაზე აღარ უმუშავია.

20-იანი წლების ბუტიკური ატმოსფერო, მხოლოდ ფეხსაცმლისა და სამოსის მოძრაობის ხმა, როგორც გასული საუკუნის მაღალი მოდის სახლების პრეზენტაციებზე იყო წარმოდგენილი. ამ ყველაფერთან ერთად დიზაინერმა თანამედროვე სამყარო, ბრენდისთვის დამახასიათებელი ფუტურისტული სტილი და მკაცრი სილუეტები წარმოგვიდგინა, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდა.

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ გადაწყვიტა დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაეცოცხლებინა ბრენდისთვის HAUTE COUTURE კულტურა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფართო საზოგადოებასაც წარუდგინა.

„ვფიქრობ HAUTE COUTURE საუკეთესო რამაა მოდის ინდუსტრიაში, რითაც შეგიძლია დღევანდელობაზე ისაუბრო. მსურდა HAUTE COUTURE-ისთვის თანამედროვე კონტექსტი მომერგო და ამ სახით დამემყარებინა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.“  – ამბობს დემნა გვასალია WWD Magazine-თან საუბრისას, ბრენდის HAUTE COUTURE კოლექციის პრეზენტაცია 2019  წლის ივლისში უნდა შემდგარიყო, რასაც ხელი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა შეუშალა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.