fbpx

TATUNA X EAST POINT – 2021 წლის კოლაბორაცია და ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია


გააზიარე სტატია

ახალი ზაფხული და ახალი ჩანთა – როგორია ისთ ფოინთის ტრადიციული ჩანთა 2021 წელს?

 

უკვე რამდენიმე წელია, ისთ ფოინთში ზაფხული ახალი ინსპირაციით და ახალი დიზაინერული ჩანთით იწყება – ეს ტრადიცია ბრენდის სავიზიტო ბარათად უკვე 6 წელია იქცა. ყოველ წელს, დაარსების დღიდან, ისთ ფოინთში ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით უნიკალური დიზაინის ჩანთები იქმნება, რომელიც მხოლოდ ისთ ფოინთის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

„ 2021 წლის ზაფხულს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით. ეს ახალ რეალობაში პირველი ზაფხულია, ამიტომ ჩვენც შევეცადეთ ეს ტრადიცია განსაკუთრებულ დიზაინერთან თანამშრომლობით გაგვეგრძელებინა. წლევანდელი კოლაბორაცია TATUNA-სთან შედგა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დიზაინერი ქართულ ბრენდთან ამ ფორმატში თანამშრომლობს“, – ამბობს  თეიკო ლომინაძე – ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი.

 „საერთაშორისო ბაზარზე რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან გვქონდა თანამშრომლობა, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებელი და ისთ ფოინთთან კოლაბორაციით, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დიზაინი შევქმენით. ჩანთისთვის გამოვიყენეთ პასტელური ფერის ბუნებრივი ქსოვილი და დეტალი ჩემი უახლესი კოლექციიდან“. – ამბობს დიზაინერი ტატუნა ნიკოლაიშვილი.

 

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ ჩანთა საჩუქრად? 

თუ შეიძენთ პროდუქციას  ისთ ფოინთის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში, შეგიძლიათ 400-ლარიანი ქვითარი დიზაინერულ ჩანთაში გადაცვალოთ.

ასეთია ისთ ფოინთისა და ქართველი დიზაინერების კოლაბორაციის ისტორია და  2021 წლის ზაფხულის ახალი ჩანთა.

ბოლოს კი  გადახედეთ ისთ ფოინთის და ქართველი დიზაინერების კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ჩანთების ისტორიას 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.