fbpx

MusMus – საავტორო უფლებათა ასოციაციის მუსიკალური ონლაინპლატფორმა ბიზნესისთვის


გააზიარე სტატია

 

საავტორო უფლებათა ასოციაციამ  ინოვაციური მუსიკალური ონლაინპლატფორმა – MusMus  შექმნა.

MusMus  საქართველოში შექმნილი პირველი ლეგალური მუსიკალური ონლაინპლატფორმაა, რომელიც  საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს (კაფე-ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა) საშუალებას აძლევს  თავიანთი სივრცეები ლიცენზირებული მუსიკით “გაახმოვანონ”.

 

MusMus-ის  დახმარებით შეგიძლიათ მთელი მსოფლიოს კატალოგების   მილიონობით  მუსიკალური ნაწარმოებიდან ნებისმიერი შეარჩიოთ.  მოსარგებლეები შეძლებენ  შექმნან მათთვის სასურველი ფლეილისთები, დააჯგუფონ ისინი წინასწარ განსაზღვრული დროით და დისტანციურად მართონ მუსიკა. ასევე, სხვა ფლატფორმებისგან განსხვავებით (მაგ., YouTube), გაახმოვანონ სივრცეები წყვეტისა და სარეკლამო ჭრის გარეშე. 

ქართველ არტისტებს საშუალება ექნებათ თავად ატვირთონ საკუთარი ტრეკები MusMus-ის პორტალზე, რომლებიც ინტეგრირდება საერთაშორისო ბაზაში. 

MusMus-ის მეშვეობით საავტორო უფლებათა ასოციაცია ზუსტად აღრიცხავს შესრულებულ ნაწარმოებებს და  დაგროვილ ჰონორარს  არტისტებს გაუნაწილებს.  

MusMus  ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის მუსიკას მოსარგებლეებისთვის, რაც ავტომატურად აისახება არტისტებისა და ბიზნესის შემოსავალზე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.