fbpx

სილქნეტის 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი 1 წლისაა


გააზიარე სტატია

უკვე ერთი წელია სილქნეტის მობილური ქსელი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში 7-ჯერ უფრო სწრაფია.

ალბათ, ამას თქვენც უკვე მიხვდებოდით, მაგრამ არ გეცოდინებათ რომ ამისთვის სილქნეტმა ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, უახლესი ტექნოლოგია გიგაბიტ LTE, მსოფლიოს გიგანტ კომპანიებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით დანერგა;  ქსელის მასშტაბური მოდერნიზაცია დასავლეთ საქართველოში Huawei-სთან და აღმოსავლეთ საქართველოში Ericsson-თან ერთად განახორციელა.

 

გიგაბიტ LTE ტექნოლოგიის დანერგვა და განვითარება თბილისიდან დაიწყო.

2020 წელს კი, პანდემიის პირობებში  გაზრდილ ტრაფიკზე მომხმარებლის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინა და შეუფერხებლად მიეწოდებინა უსწრაფესი ინტერნეტი, ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელა და პროექტის მასშტაბები გაზარდა.  ახლა უკვე, თბილისის გარდა, აღმოსავლეთ/დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდება.

აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი – დღეს ამ ადგილებიდან  შეუფერხებლად,  უსწრაფესი ინტერნეტით რომ ვსარგებლობთ, ვესწრებით ონლაინ შეხვედრებს, ვერთვებით სასწავლო პროცესში, ვუსმენთ ტრენინგებს, ვუყურებთ ფილმებს და 4K ხარისხის ვიდეოებს, ვაგზავნით დიდი მოცულობის ფაილებს ნებისმიერი წერტილიდან,  7-ჯერ სწრაფი ინტერნეტის დამსახურებაა.

 

ცოტა ხნის წინ, სილქნეტის მოდერნიზებულმა ქსელმა და საიმედო ინტერნეტ კავშირმა ამერიკული კომპანიის უმაღლესი ჯილდოც OOKLA® Speedtest Awards დაიმსახურა.

ტექნოლოგიურად განვითარებული პროდუქტების შეთავაზება გრძელდება. როგორც ტელეკომუნიკაციების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია, ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.