სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილის“ ახალი ვიდეორგოლი
ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა დასასვენებლად. მზე, ზღვა, აუზი, გემრიელი კოქტეილები, საცეკვაო მუსიკა და ლამაზი საცურაო კოსტიუმები – ამ ყველაფრის გაფიქრებაც კი საკმარისია, რომ ხასიათი გამოგვიკეთდეს და ჩვენთვის საოცნებო არდადეგებისთვის დავიწყოთ მომზადება.
მითუმეტეს, როდესაც სპეციალურად ზაფხულისთვის მიძღვნილ ვიდეორგოლებს წავაწყდებით ხოლმე ინტერნეტში – უფრო რთული ხდება მოლოდინის რეჟიმი. ალბათ ახლა თქვენც ბოლოს ნანახი ვიდეო ამოგიტივტივდათ მეხსიერებაში, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. დიახ, ჩვენ სასტუმრო “პარაგრაფ შეკვეთილის” საზაფხულო ვიდეორგოლზე ვსაუბრობთ, რომელიც პირველი 360 ვიდეოა ქართული სტუმარ–მასპინძლობის სექტორში.
ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, როგორ შეიქმნა ეს ვიდეორგოლი, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს. სწორედ ამ მიზნით, სასტუმროს გენერალურ დირექტორს, ელენე შარიქაძეს და კომპანია ბრენდინგ.ჯი–ს სინიორ ბრენდ სტრატეგს – ანი ჭყოიძეს გავესაუბრეთ.
სასტუმრო პარაგრაფი შექმნის დღიდან ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეულია ჰორეკას სექტორში თავისი მომსახურების ხარისხით, ინფრასტრუქტურითა და ლოკაციით. სასტუმროს ერთ–ერთი მთავარი პლუსი სწორედ მისი ადგილმდებარეობაა, რომელიც არამხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის სხვა დროებშიც იზიდავს დამსვენებლებს მისი თბილი ჰავის გამო.
თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ აქ, შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ იმ გამოცდილების მიმართ, რომელიც მიიღეთ. წარმოიდგინეთ, დილით ადრე საუზმის შემდეგ, მიირთმევთ გამაჯანსაღებელ ლიმონათს, ეწვევით აუზს, იცურავებთ, მიიღებთ რუჯს, ბარში სასურველ სასმელს შეუკვეთავთ, შემდეგ კი ისაუზმებთ და გამწვანებულ ბაღში ანდაც სანაპიროზე გაისეირნებთ. ამ და კიდევ უამრავ საშუალებას სწორედ “პარაგრაფ შეკვეთილი” გაძლევთ.
ეს ყველაფერი კარგად არის გადმოცემული “პარაგრაფის” ახალ ვიდეო–რგოლში, რომელიც გარდა კადრების ესთეტიურობისა, გამოირჩევა იმითაც, რომ ვიდეორგოლი 360 გრადუსით შეგიძლიათ ატრიალოთ და სრული წარმოდგენა შეიქმნათ იმ სილამაზის შესახებ, რომელსაც თვალს ადევნებთ.
ელენე შარიქაძე გვიყვება იმ სიახლეებისა და პროცესების შესახებ, რომელმაც პარაგრაფი ამ ვიდეორგოლის შექმნამდე მიიყვანა.
“ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ქართულ კომპანია ბრენდინგ.ჯი -სთან, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით ისეთი მნიშნელოვანი პროდუქტები, როგორიცაა: ბრენდის სტრატეგია, ბრენდის სამომხმარებლო გამოცდილების რუკა (customer journey map) და განახლებული კორპორაციული სტილის დოკუმენტი. ამ დოკუმენტების შექმნის შემდეგ, როგორც ჩვენ ასევე ბრენდინგის გუნდს გვქონდა ერთობლივი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი მასალა, ისე გადაგვეთარგმნა და მიგვეწოდება მომხმარებლისთვის, რომ მიგვეღო მათთვის საინტერესო, ინტერაქტიული და შთამბეჭდავი პროდუქტი. სწორედ, ამაზე ფიქრის და მუშაობის შედეგად მივედით იმ იდეამდე, რომ ბრენდ „პარაგრაფ შეკვეთილის“ ერთ–ერთი პირველი საკომუნიკაციო პროდუქტი უნდა ყოფილიყო პარაგრაფ შეკვეთილის უნიკალური სარეკლამო ვიდეო რგოლი”, – ამბობს ელენე შარიქაძე.
იცით ამ ჩანაფიქრის ყველაზე რთული ნაწილი რა არის? – დიახ, მისი სისრულეში მოყვანა. ვინაიდან ჩანაფიქრი ძალიან ამბიციური იყო და თანაც, ქართული ჰორეკას სექტორში პირველი, “პარაგრაფმა” დახმარებისთვს კომპანია “ასილუმს” მიმართა. სირთულის მიუხედავად, შედეგი იმდენად შთამბეჭდავი დადგა, რომ როგორც მომხმარებლები, ისე დამკვეთები – ყველანი კმაყოფილები დარჩნენ.
“ამ პროექტის ყველაზე რთული ნაწილი – აღსრულება კომპანია „ასილუმს“ ხვდა წილად. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ფორმატი საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო როგორც ჩვენთვის ასევე შემსრულებელი კომპანიისთვის, ვინაიდან ეს არის პირველი 360 ვიდეო, რომელიც ქართული სტუმარ–მასპინძლობის სექტორში, ქართულმა კომპანიამ გადაიღო. მინდა ავღნიშნო, რომ მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ისე გაართვა თავი ამ დიდ გამოწვევას, რომ მათ მიერ შექმნილმა ვიდეო რგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე”, – გვითხრა მან.
ანი ჭყოიძე, კომპანია ბრენდინგ.ჯის სინიორ ბრენდ სტრატეგი გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა სასტუმრო “პარაგრაფის” ბრენდის სტრატეგია. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ საინტერესო და თან რთული აღმოჩნდა, ვინაიდან აღნიშნული სასტუმრო იმდენად მრავალფეროვანია, რთული იყო იმ ძირითადი ღერძის პოვნა, რის გარშემოც აეგებოდა ბრენდის მთავარი პლატფორმა.
“შრომატევადი პერიოდის შედეგად, ვიპოვეთ ის ძირითადი გამოხატულება რაშიც აისახება სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილის“ სახე: სიცოცხლის ოთხი ელემენტი – ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი. „პარაგრაფ შეკვეთილში“ სიცოცხლის ოთხი ელემენტის ბალანსი წარმოდგენილია არა მხოლოდ ლოკაციაზე, არამედ სასტუმროს შიგნითაც: აუზი გაფილტრული ზღვის წყლითაა ავსებული, სპაში წარმოდგენილია მაგნიტური ქვიშის პროცედურები, ნათელ მზის სხივებს კი შემინული არქიტექტურა ირეკლავს რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ზღვისპირა კურორტს, სასტუმროს ტერიტორია კი სრულად ფიჭვნარი ტყით არის გარშემორტყმული”, – გაგვიზიარა ანი ჭყოიძემ.
ამ ყველაფრის შეჯამებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმრო “პარაგრაფ შეკვეთილი” არის მრავალფუნქციური კურორტი უნიკალურ ლოკაციაზე, სადაც სიცოცხლის ოთხივე ელემენტის გაერთიანებით იქმნება სრულყოფილი დასვენების დაუვიწყარი გამოცდილება. ასეთი ბენეფიტების ბუკეტი კი ნებისმიერი ბრენდ სტრატეგისთვის საოცნებოა, რადგან მუშაობის დიდ შესაძლებლობას იძლევა. როგორც ანი გვიყვება, სწორედ ასე გაჩნდა ახალი ვიდეორგოლის შექმნის იდეაც.
“სწორედ, ამის გამოხატვა გვინდოდა ვიდეო რგოლში, რაც იყო ჩვენი მთავარი ამოცანაც და გამოწვევაც. გვინდოდა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ნათლად და მკაფიოდ გადმოგვეცა, თუ რას სთავაზობს „პარაგრაფ შეკვეთილი“დამსვენებლებს. უნდა გვეჩვენებინა რას ნიშნავს აქ გატარებული დრო იმისთვის, რომ მათ შექმნოდათ სასტუმროში ყოფნის სრული შეგრძნება”, – გვიყვება ანი.
ფაქტია, რომ ახალი ვიდეორგოლი შედგა, რადგან ის ხაზს უსვამს ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს: სასტუმრო პარაგრაფი სრულყოფილ დასვენებას სთავაზობს სტუმრებს, შესაბამისად, ვიდეოროგლიც სრულყოფილების კონოტაციაა.
“ასე დაიბადა 360 გრადუსიანი ვიდეოს შექმნის იდეა, როგორც სრულყოფილების მეტაფორა. აღნიშნული ვიდეო რგოლი არის ინტერაქციული, მაყურებელს შეუძლია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შერჩეული კადრების ყურება, არამედ სრულად, 360 გრადუსით კურორტის დათვალიერება.”, – ამბობს ანი.
ზაფხულის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის – ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მიიღოთ სრულყოფილი და დაუვიწყარი გამოცდილება სასტუმრო “პარაგრაფ შეკვეთილში”.