fbpx

PRIVACY – თეზი გაბუნიას სოლო გამოფენა გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

ტექსტი: დათო კოროშინაძე

 

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანის, თეზი გაბუნიას სოლო გამოფენას – Privacy.

გამოფენაზე ხელოვანის 6 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელიც სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის  შეიქმნა. Privacy ეხმიანება ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ადამიანებს პირადი სივრცის გადააზრების საშუალება მოგვცა.

“მიმდინარე სიტუაცია უცნაური და უხილავი პროცესების წინაშე გვაყენებს. მოვლენები დრამატულ ფორმას იღებს. ამ ცვლილებაში არტისტის როლი კრიტიკული ხდება. პირველ რიგში, ეს საგნების არსებული წესრიგის გადაფასებას ეხება. ხელოვნებას უძველესი დროიდან შეეძლო საგნებისთვის კონტრასტული მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, ტრაგედიის ქცევა სილამაზედ, ან – პირიქით. შექმნილ ვითარებაში საგნებთან ყოველდღიური  შეხების  შედეგად, მათი ესთეტიკური ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.


ნამუშევრებში თეზი გაბუნია ყურადღებას ყოველდღიურ სამომხმარებლო ნივთებზე ამახვილებს. ისინი სამუზეუმო ექსპონატებს ემსგავსებიან. ამით ხაზს უსვამს ორ გარემოებას: პირველი,  ისინი ხელოვნების ნიმუშის თვისებებს იძენენ და მეორე, საგნები ფუნქციის რეპრეზენტაციით საკუთარ იდენტობას ავლენენ. ამ პროცესს წინ უძღვის საგნის და ფუნქციის განცალკევება, როგორც შეუძლებელი მოქმედების, მოხმარების და გამოყენების აქტი. უნდა მივიღოთ თუ არა საგნების ეს წესრიგი? თუ უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ იდენტობას? ორივე შემთხვევაში კრიტიკული დაძაბულობა იქმნება, რომელიც თავად არის არსებული ცვლილებების შედეგი”.

გამოფენა 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.