fbpx

Tata Naka Resort-ის 2022-ის კოლექცია


გააზიარე სტატია

წარმოგიდგენთ Tata Naka Resort-ის 2022-ის კოლექციას, რომლის შთაგონებადაც ლონდონის ცნობილი, ესთეტიკით გამორჩეული და მდიდარი ჩინური რაიონი იქცა.

ეგრეთ წოდებული ჩაიანა თაუნი ერთგვარად აერთიანებს ისტორიულ და თანამედროვე ჩინეთს, ქალაქს ქალაქში, კულტურას კულტურულ ნაწილში, ასევე ეგზოტიკურ სამყაროში გაქცევის განცდას.

პრინტები ქსოვილზე, როგორც ყოველთვის, დიზაინერების  ხელითაა შესრულებული. თათა და ნაკა სურგულაძეების ახალ კოლექციას სხვადასხვა ბრდღვიალა ფერებში გადაწყვეტილი ყვავილები – ნარცისები და ქრიზანთემები ამშვენებს.

დიზაინში გამოყენებულია კრეპის, შიფონის და ბუნებრივი ტილოს ქსოვილით შესრულებული კაბები – მანდარინის სტილში და აღმოსავლური დეტალებით.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.