„რა როგორ მუშაობს“ – ქართველი არტისტების ჯგუფური გამოფენა E.A Shared Space-ში
ავტორი: გიორგი ნაზღაიძე
3 ივლისიდან E.A Shared Space 4 ქართველი არტისტის ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენა კრავს თანამედროვე ხელოვნების და კინოს პრაქტიკოსების: თეკლა ასლანიშვილის, ანდრო ერაძის, გიორგი გაგო გაგოშიძისა და ალექსანდრე კობერიძის ნამუშევრებს. ეს, სხვა მხრივ ერთმანეთთან დაუკავშირებელი პრაქტიკები იკვრება საერთო თემით, აჩვენოს უხილავი შრომა და მისი პირობები, აგრეთვე უხილავი ცხოვრება, რომელიც ერთნაერად ეკუთვნის როგორც ადამიანს, ისე ბუნებას ჩვენს გარშემო. გამოფენა აჩვენებს თანამედროვე ხელოვნებისა და კინოს ენების ურთიერთკვეთას.
გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსანდრე კობერიძის ფილმი, რომელიც ქვიარ საზოგადოებასა და მათ სიყვარულს ეხება.
მსურველებს გამოფენის დათვალიერება თვის ბოლომდე შეეძლებათ.
„რა როგორ მუშაობს“ – გამოფენა ეძღვნება და ნაკარნახებია მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მიერ, განსაკუთრებით კი მარიტა მუსელიანის საჯარო გამოსვლით, რომელიც 23 მაისს, თბილისში შედგა.