fbpx

„მეამა ქოლექთი ზღვაზე“


გააზიარე სტატია

ბათუმის სანაპიროზე კაფსულის ყავის ცივი კოქტეილები გამოჩნდა

 

რამდენჯერ გინატრიათ, რომ სანაპიროზე ყოფნისას, როცა მზეს ეფიცხებოდით და ზღვის ხმა ჩაგესმოდათ, იქვე, ახლოს გქონოდათ ადგილი, სადაც განსაკუთრებულ, გემრიელ, ფერად და, რაც მთავარია, ცივ კოქტეილებს დააგემოვნებდით? დღეიდან ამას  „მეამა ქოლექთში“ შეძლებთ, რომელიც პირდაპირ ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ორ ყველაზე პოპულარულ ადგილას გელოდებათ. ალბათ, მიხვდით, საუბარია სრულიად ახალ, გამორჩეული ვიზუალის მქონე სივრცეზე – „მეამა ქოლექთი ზღვაზე“ – რომელიც საშუალებას მოგცემთ, პირდაპირ ბართან, ზღვის ტალღებთან ძალიან ახლოს, „მეამას“ ჯადოსნური ყავისა და ჩაისგან მომზადებული ცივი კოქტეილები დააგემოვნოთ…

სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, ბათუმში „მეამა ქოლექთის“ ორი საზაფხულო სივრცე გაიხსნა. ისინი ზღვის სანაპიროზე 26 მაისის ქუჩის მოპირდაპირედ(შერატონთან) და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მიმდებარედ, (კოლიზეუმთან) განთავსდა. ორივე მათგანი სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და ძალიან საინტერესოა.

„მეამას“ მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი თამარ დემეტრაშვილი გვიყვება, რომ „მეამა ქოლექთი ზღვაზე“ დანარჩენებისგან განსხვავდება, როგორც დიზაინითა და კონცეფციით ასევე სასმელების მენიუთიც, რომელიც ამ ახალი ობიექტებისთვის სპეციალურად შექმნეს მეამას ყავის ტექნოლოგებმა და ექსპერტებმა: „მეამა ქოლექთი ზღვაზე“ კონცეფციის, დიზაინისა და სეზონურობის გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ მხოლოდ აქ შეძლებთ იმ 11 ახალი კოქტეილის დაგემოვნებას, რომელიც სპეციალურად სანაპიროზე მოსული სტუმრებისთვის შეიქმნა. მათ შორის არის როგორც ტკბილი, ციტრუსოვანი და საბავშვო გემოები, ისე სრულიად ახალი – ალკოჰოლური კოქტეილები, რომლებიც, ისევ და ისევ, „მეამას“ ყავის და ჩაის კაფსულების ბაზაზე მზადდება. მაგალითად, მენიუში იპოვით იაგერ ტონიკს ყავითა და ციტრუსით, ესპრესოს პინაკოლადას, ცივ ყავას ირლანდიურად, ან სულაც –  მწვანე ჩაის ჯინ ტონიკით… კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელსაც ჩვენი სტუმრები აღმოაჩენენ, არის ანანასში მოთავსებული ყავის კოქტეილი, რომელიც ერთი ყლუპით შეგაყვარებთ თავს. რაც მთავარია, სანამ თქვენი კოქტეილი დამზადდება, შეგიძლიათ სხვადასხვა თამაშებით გაერთოთ, ან მეგობრებთან ერთად ჩამოსხდეთ და, უბრალოდ, განიტვირთოთ. „მეამა ქოლექთი ზღვაზე“ აერთიანებს ყველაფერს, რაც სანაპიროზე მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად გჭირდებათ.“

განსაკუთრებულ გემოებთან ერთად, განსაკუთრებული იქნება გარემოც, სერვისიც და კომფორტიც. ორიგინალური დიზაინი, რომელიც შორიდანვე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, გამორჩეული ნამუშევრებით ცნობილ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. ღია ბარში, რომელიც არცერთ სხვა ობიექტში არ შეგეშლებათ, მზისგან მოსვენებასა და ცივ-ცივი კოქტეილებით გაგრილებას მთელი ზაფხულის განმავლობაში  შეძლებთ.

„მეამა ქოლექთის“ ერთი ყლუპით სიყვარულს მხოლოდ სანაპიროზე კი არა, ბათუმის სხვადასხვა წერტილში მიმოფანტულ „მეამა ქოლექთებშიც“ შეძლებთ, რომლებიც, საზაფხულო ბარებისგან განსხვავებით, ყავის მოყვარულებს ნებისმიერ სეზონზე მოემსახურება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.