fbpx

ინტერიერის დიზაინი – ძირითადი პრინციპები და ოქროს წესი


გააზიარე სტატია

ავტორი: თათუკა კვაშალი

 

ინტერიერის დიზაინი, მისი ზოგადი პრინციპები, ტენდენციები, ახალი ტრენდები პროფესიონალებისა და მოყვარულთა არცთუ ისე დიდი ნაწილის  ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ხოლო დღეს დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმიანობით როგორც პროფესიულ,  ისე მოყვარულის  დონეზე თანამედროვე საზოგადოებაში უმრავლესობაა  დაინტერესებული თუ გატაცებული. 

როდესაც ინტერიერის დიზაინზე ვფიქრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, გემოვნება, პროფესიონალიზმი, შემოქმედებითობა და წარმოსახვის უნარია, სასურველი შედეგის მისაღებად კი, აღნიშნულ უნარებთან ერთად, დიზაინის ძირითადი პრინციპების გათვალისწინება და მათი შესრულებაა საჭირო.

გთავაზობთ 9 ძირითად პრინციპს და ერთ ოქროს წესს, რომელიც მიუხედავად ტენდენციებისა, მომხმარებელთა მრავალფეროვანი გემოვნებისა თუ ბიუჯეტის გათვალისწინებითაა შემუშავებული:

 

სივრცე და მისი დაგეგმარება, რაც დაგვეხმარება განვსაზღვროთ მომდევნო მნიშვნელოვანი ელემენტები საოცნებო ინტერიერის შესაქმნელად, რადგან სივრცე ინტერიერის ფუძეა.

 

ხაზი – ჰორიზონტალური, ვერტიკალური და დინამიკური ხაზები ოთახის ფორმირებისთვისაა საჭირო.

 

ფორმაროგორც ოთახის, ასევე მასში არსებული ნივთების მოხაზულობა. 

 

სინათლეროგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

 

ფერი, რომელსაც ვირჩევთ, ჩვენი გემოვნების მიხედვით.

 

ინტერიერის მთავარი ფოკუსი, რაზეც ეწყობა ინტერიერი და რის ირგვლივაც იქმნება მისი დიზაინი.

 

პატერნი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით ვარჩევთ.

 

ავეჯიინტერიერის მთავარი გაფორმება.

 

ქსოვილი,  რომელსაც ვუხამებთ შექმნილ ინტერიერს, რაც სიმყუდროვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

 

დეკორი ძველებური თუ თანამედროვე ნივთები ინტერიერის მთავარი დეკორაციაა, რომელიც მას უფრო მეტ სილამაზეს სძენს.

 

ოქროს წესი კი ისაა, რომ  სასურველია გავითვალისწინოთ პროფესიული რჩევები, ძირითადი პრინციპები, მიმდინარე ტენდენციები. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საკუთარი გემოვნების და სურვილების გათვალისწინებაა, რადგან ინტერიერი იქმნება თქვენთვის. სწორედ ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი, რაც განსაკუთრებული და ჯადოსნური ინტერიერის შექმნის საწინდარია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.