fbpx

მარცხი – ნაბიჯი წარმატებისკენ: მეწარმე ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე


გააზიარე სტატია

26 ივლისს, 21 საათზე ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” Fuckup Nights Batumi Vol.2 გაიმართება. როგორია მარცხი, რომელიც წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავსმეწარმე ქალები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას ბათუმში, Fuckup Nights-ზე გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, რომელსაც სტარტაპ ბიურო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით გამართავს, 4 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ისტორიებით, რომლებსაც ისინი დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ. სპიკერების გამოსვლების შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართება

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და ამჟამად  მსოფლიოს  90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქითის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება

 

Fuckup Nights Batumi vol. 2: Women in Businessის მხარდამჭერები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვისსამხრეთ კავკასია, გრანთ თორნთონ საქართველო და ლურჯი ოკეანე, მედია მხარდამჭერები კი – Forbes Georgia, Entrepreneur საქართველოimitom.ge, AT.ge და BPN.ge.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.