fbpx

5 სერიალი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის


გააზიარე სტატია

გაუსაძლის სიცხეზე რომ არ ვიფიქროთ, კარგი გამოსავალია  სერიალების ყურება.  ამიტომაც თქვენთვის  რაც შეიძლება მსუბუქი, ყოფითი,  იუმორით გაჯერებული სერიალები შევარჩიეთ SilkTV-ის Amediateka-დან. კინოკატალოგში ყველა მათგანი დასრულებული სეზონით არის წარმოდგენილი და მშვიდად შეგიძლიათ შეუდგეთ ყურებას:

 

მეგობრები/Friends

დიდებული კომედიური სერიალი დაბრუნდა! თუ ჯერ არ გინახავთ, ან არ გახსოვთ, თაობების უსაყვარლესი სიტკომი, ათივე სეზონი კინოკატალოგშია.

პირველი სეზონი გასულ საუკუნეში, 1994 წელს გამოვიდა  და დღემდე ჰყავს გულშემატკივარი.  6 პერსონაჟი, 10 სეზონი, 1 სერიალი -სულ ესაა! თუმცა, ნამდვილი მეგობრობა, სიყვარული, ცხოვრებისეული გამოწვევები, ფლირტი, იუმორი დღემდე გვაკავშირებს და გვამეგობრებს ამ ექვსეულთან. უმჯობესია, ინგლისურ ენაზე უყუროთ. კატალოგს აქვს ენის ცვლის შესაძლებლობა და იმახსოვრებს ბოლოს ნანახ ეპიზოდს მენიუში.

 

ათასი წვრილმანი /A Million Little Things

უახლოესი მეგობრის გარდაცვალებამ სამეგობრო და მათი ოჯახები გააერთიანა. თუმცა, ეს ტრაგედია ბევრ მათგანს ცვლილებებისკენ უბიძგებს, რადიკალური ცვლილებებისკენაც კი! ძალიან ყოფითი, სოციალური თემებით გაჯერებული ეპიზოდები ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვიტარებს მაყურებელს. ვგულშემატკივრობთ წყვილებს, მათ შვილებს, რომლებსაც გარდატეხის ასაკში უჭირთ თვითდამკვიდრება, ან ისეთი პატარაა, კითხვა „რატომ“ მთავარი გამოწვევაა მისთვის. ზოგჯერ მშობლის მხრიდან პრობლემის სტანდარტულად გადაწყვეტა არ კმარა. სექტემბერში მეოთხე სეზონი გამოდის. დასრულებული ეპიზოდები ნახეთ SilkTV-ის Amediateka-ში.

 

ხრიკები/Hacks

რეჩიტატივის და სტენდაფის დედოფალს ახალი აუდიტორია სჭირდება. იმისათვის რომ „სისხლი გადაუსხას“ სასცენო ტექსტებს, თანაშემწეს ეძებს ახალგაზრდებში და იპოვნის ასეთს, რომელიც უფრო თამამია გამონათქვამებში, უფრო აქტუალურ თემებს ურჩევს სცენის ლეგენდას. საინტერესოა ღირებულებების კონფლიქტი, იუმორი, სარკაზმი, დიალოგები, რომელიც ორი თაობის ჭიდილს მოაქვს.

 

მოკლა ივი/Killing Eve

თუ ჯერ არ გინახავთ და ვერ ამხელთ, ყველა სეზონი კინოკატალოგშია. ორი ქალი ერთმანეთით არის შეპყრობილი. თრილერია, კრიმინალია, დეტექტივია თუ კომედია – ესაა გასარკვევი! ჯონ ლე კარეს რამდენიმე რომანის მიხედვით გადაღებული „ჯეიმს ბონდური“, ოღონდ ქალური მოტივებით შემკული სერიალი, სპეცაგენტზეა (სანდრა ო – გრეის ანატომიიდან), რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული  წარმოშობით რუსი ქილერი (ჯოდი კომერი – სერიალიდან My Mad Fat Diary). ასეთი გლამურული და მოდური მკვლელი არსად გინახავთ.  გარდერობზე სერიოზული მარკები მუშაობდნენ: Cristian Lacrouix, Rosie Assoulin, Molly Goddard, The Vampire’s Wife.

 

რატომ კლავენ ქალები/Why Women Kill

არავის ეგონა რომ ასე სწრაფად წამოეწეოდა პირველ სეზონს მეორე. თუ პირველ სეზონში ოჯახის ინსტიტუტის ევოლუციას ვაკვირდებით, სამი სხვადასხვა ეპოქის  ცოლის მაგალითზე, მეორე სეზონში ერთი მთავარი გმირის გარშემო ვითარდება კომედია თუ ტრაგედია.

თუ არ ხართ სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართული და არც კინოკატალოგის არსებობა იცით, ახლა კარგი დროა! დარეგისტრირდიT ორმაგ შეთავაზებაზე ინტერნეტი +ტელევიზია  და მიიღე  ორი თვით ყველაზე მაღალი ტვ პაკეტი „პრემიუმ+“  საჩუქრად. ინსტალაცია უფასოა!

ტელე პაკეტში, რომელსაც კომპანია უფასოდ გაგიაქტიურებთ,  200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხი დაგხვდება, მათ შორის 40-მდე კინო არხი. ასევე,  სილქ სპორტის და სეტანტას არხები, საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი კონტენტი.

დამატებით გაიაქტიურეთ კინოკატალოგი Amediateka  (თვეში 3 ლარად), სადაც HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC  სერიალებს  უახლესი პრემიერები და ახალი ეპიზოდები ემატება.  მაღალი ხარისხით დუბლირებული კინო პროდუქცია რეკლამებისგან თავისუფალია, ენის ცვლის შესაძლებლობა კი კომფორტულ ხდის კინო სეანსებს სახლის პირობებში. ასევე, კატალოგი იმახსოვრებს სად გაჩერდით.

 

SilkTV-ის კინოკატალოგი Amediateka ხელმისაწვდომია,  როგორც სატელევიზიო სერვისით, ისე მობილური აპლიკაციით SilkGo, ასევე საიტზე  www.silktv.ge;

ჩამოწერე აპლიკაცია Silk go:

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.