fbpx

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში 25-29 აგვისტოს ჩატარდება


გააზიარე სტატია

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი – პირველი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა სვანეთის რეგიონში, კერძოდ კი მესტიაში 25-29 აგვისტოს ჩატარდება. ფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. იგი  უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს. 2021 წელს ფესტივალზე  55 კინოხელოვანი ჩამოვა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: 

  • მოკლემეტრაჟიანი  მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური  ფილმების საერთაშორისო კონკურსი – გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმებისათვის  გაიცემა ქალღმერთ დალის პრიზი ოთხ ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი / საუკეთესო რეჟისორი / საუკეთესო ოპერატორი / საუკეთესო მონტაჟი.
  • სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების კონკურსი –  სცენარის განვითარებისთვის  გაიცემა სამი პრიზი. 
  • ფილმების სპეციალური ჩვენება: „დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, „ჯიმ შვანთე” – რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი, „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე, „შემთხვევითი პაემნები” – რეჟისორი  ლევან კოღუაშვილი და „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • კონკურს გარეშე ჩვენება – (ამ სექციაში წარმოდგენილი იქნება 2019-2020 წლის  ქართული და უცხოური მხატვრული ფილმები)
  • მასტერკლასები 
  • ვორქშოფები
  • ფესტივალის გახსნის და დახურვის გრანდიოზული ცერემონია
  • სეანსები ღია ცის ქვეშ
  • და ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრში

 

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრები:

ჟიურის თავმჯდომარე

პაოლო ბერტოლინი –  კინორეჟისორი, სელექტორი, მწერალი და პროდიუსერი. იგი 2008 წლიდან  ვენეციის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების პროგრამის ჯგუფის წევრია; 2019 წლიდან  ასევე არის კანის კინოფესტივალის სექციის, Directors fortnight-ის  ფილმების  შესარჩევი  კომიტეტის წევრი; 2016 წლიდან  ლოკარნოს ღია კარის მხატვრული კონსულტანტია; იგი მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე და ინსტიტუტში, მათ შორისაა – IFFRotterdam, Doha Film Institute, Udine Far East FF, Torino FF, Mumbai IFF, Beijing IFF, IFFBratislava.

 

ჟიურის წევრი

ანა ურუშაძე – რეჟისორი და სცენარისტი, მისმა სადებიუტო ფილმმა “საშიში დედა“  აზიური ოსკარის, ლოკარნოს, სარაევოს, პეკინის, ჩიგაკოს, ანტალიის, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოები მიიღო.

 

ჟიურის წევრი

ლევან კოღუაშვილი – სცენარისტი და რეჟისორი ფილმებისა: „შემთხვევითი პაემნები“, რომელმაც  ბერლინალეს კინოფესტივალზე  კრიტიკოსთა ჯილდო მიიღო; „გოგიტას ახალი ცხოვრება“ –  დოკუმენტური ფილმების ყველაზე დიდ კინოფესტივალზე – IDFA –  მთავარი ჯილდო დაიმსახურა; „მეოთხე ბრაიტონი“ – ფილმის პრემიერა ერთი თვის წინ გაიმართა და ოთხი პრიზი მიიღო ტრიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

ფესტივალზე კინოინდუსტრიაში მიმდინარე  თანამედროვე ტენდენციებსა თუ გამოწვევებზე, ასევე  თემაზე – როგორ გაიკვლიონ გზა დამწყებ რეჟისორებმა მასტერკლასებს ჩაატარებენ: 

  • ქრისტოფერ ლეპარკი – კანის კინოფესტივალის ახალგაზრდა რეჟისორების ფილმების კონკურსის – Director’s fortnight-ის  და მონპელიეს კინოფესტივალის გენერალური დირექტორი. იგი ასევე არის LUX-ის შესარჩევი კოლეგიის წევრი (2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2021წწ.).
  • ვლადიმერ კაჭარავა – ქართველი პროდიუსერი, ევროპული და აზიური კინოაკადემიის წევრი, 2021 – ევროპული კინოაკადემიის მხატვრული ფილმების ჟიურის წევრი, 2018 – APSA  მთავარი ჟიურის წევრი; 2015 Sundence Script Lab; 2012 Producers on the Movie (კანის კინოფესტივალი); 2011 – EAVE; 2010 – აღმოსავლეთ ევროპის კინოალიანსი; 2010 – ბერლინალეს ტალანტები; 2009 – აღმოსავლეთ ევროპის კოპროდუქცია 2006-2007 – IFA-SC, Training on promotion of South Caucasian films and film Projects; 2006-2007, IFA-SC: Project and Script Development for South Caucasian Films; 2003 – AVANTI – A Program to Support the South Caucasian Film Community on Creative, Legal and Technical Levels.
  • ლევან კოღუაშვილი
  • პაოლო ბერტოლინი 

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პლატფორმის წარმომადგენლებთან.

 

სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების ავტორებს პრეზენტაციისათვის მოამზადებს ვლადიმერ კაჭარავა.

აღნიშნული პროექტები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. პროექტის მიზანია ახალგაზრდა რეჟისორების განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.

პროქტის ავტორებს პრეზენტაციისთვის მიეცემათ ხუთი წუთი, ჟიური აარჩევს სამ საუკეთესო პროექტს.

ჟიურის წევრების სრული შემადგენლობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

ფესტივალს გახსნის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი’’, 90 -იანი წლების შემდეგ ეს პირველი ქართული ფილმია, რომელიც კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.  ფილმს ფესტივალზე  მსახიობი  ია სუხიტაშვილი წარადგენს.

ფესტივალს დახურავს ფილმი  „შინდისი“, რომელიც   აგვისტოს ომს ეხება.

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში წარმოდგენილი ფილმები აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან მესტიაში:

უდიდესი კინოდისტრიბუციის  კომპანიის ხელმძღვანელი Yohann Comte და ასევე Samanta taylor. 

Yohann Comte-ს ეკუთვნის ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული ფრანგული ფილმი „ხელშეუხებელნი“, რომელიც საფრანგეთის მოსახლეობის 25%-მა კინოთეატრში ნახა და სხვ. 

 

ფესტივალს  გააშუქებს  ცნობილი უცხოური კინოპლატფორმები.

მოწვეული იქნებიან  Variety & Film News Europe-ს ჟურნალისტები, რომლებიც რამდენიმე სტატიას მიუძღვნიან ფესტივალს.

ფესტივალის მხარდამჭერები: 

გენერალური სპონსორი სასტუმრო “გისტოლა” მესტიაში.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, მესტიის  მუნიციპალიტეტი, ბადაგი და ოლპრინტი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.