fbpx

გვანგიოს შთამბეჭდავი გალერეა კორეაში – OMA


გააზიარე სტატია

ავტორი: ტომ რავენსკროფტი

 

კორეის რესპუბლიკის პატარა ქალაქ გვანგიოში არსებული საგამოფენო და სავაჭრო გალერეის ახალი შენობა ფუტურისტული ჟანრის ნამუშევარს მოგაგონებთ. იგი ძირითადად ბეტონის კედლებისა და შუშის მრავალხმრივი გასასვლელების ერთობლიობას წარმოადგენს, თუმცა მისი ფოტოების ნახვაც კი ყველას აღაფრთოვანებს.

ათსართულიანი კვადრატული შენობა კამუფლაჟის  მსგავსადაა შეფერილი და დაძველებულ ფასადს ჰგავს, შუშის წახნაგოვანი დერეფნები კი მას შთამბეჭდავად აქვს შემოხვეული და მასში მჭიდროდაა შესული.

სამხრეთკორეულ მოკრძალებულ ქალაქში ამ კრეატიული ნაგებობის ავტორი ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული ფირმა OMA გახლავთ.

„როდესაც პირველად გვანგიოში მოვედით, მთელი ქალაქი ერთ დიდ, დროებით აგებულ შენობას ჰგავდა და მუდმივობის ყოველგვარ შეგრძნებას გვიკარგავდა, ამიტომაც გვანგიოსთვის მიზიდულობის წერტილად მივიჩნიეთ ეს პროექტი – ქვის კუბის ფორმის შენობა, როგორც ამ ახალი ქალაქის წარმოშობის ადგილი“, – განმარტავს OMA-ს წარმომადგენელი ქრის ვან დუინი.

შენობის პირველ სართულზე ბაზრობაა მოწყობილი, ზედა სართულები კი დასასვენებელ ობიექტებს წარმოადგენს. კიბეებსა და ლიფტებთან ერთად ყველა სართული შუშის გარე წრეს უერთდება. არქიტექტურული ფირმის თანახმად, შუშის ეს მრავალმხრივი ბილიკი ხელს შეუწყობს შენობის კომერციული ფუნქციების დაკავშირებას დასასვენებელ ობიექტებთან.

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.