fbpx

როგორ გვაყალიბებს ის – მელიქე კარას სოლო გამოფენა გალერეა LC QUEISSER-ში


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

გალერეა LC QUEISSER წარმოგიდგენთ ქურთ-გერმანელი ხელოვანის, მელიქე კარას პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით – „როგორ გვაყალიბებს ის“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მედიუმებს, როგორებიცაა – ფერწერა, ვიდეო, ინსტალაციები.

მისი ფერწერები, ისევე როგორც მისი სრული შემოქმედება, ტრადიციულ ქურთულ პატერნულ ნიმუშებსა და ორნამენტებს ემყარება. თითქოს მისი ნამუშევრები ერთი მხრივ აბსტრაქტულია, თუმცა ხელოვანი შლის ზღვარს აბსტრაქციასა და ფიგურებს შორის.

გამოფენა 20 ივლისს გაიხსნა და მსურველებს მისი დათვალიერება 29 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.