fbpx

Porcelain and Flowers – ყველასთვის, ვისაც სინატიფე უყვარს


გააზიარე სტატია

არაფერი გამოხატავს სილამაზის არსს ისე, როგორც  პაწაწინა, უნაზესი ფაიფურის ფინჯანი.  აი ისეთი, სინათლეზე რომ გახედავ და რძისფრად გამჭვირვალე რომაა. მისი ოქროსფერი ვენზელები, სამოთხის ჩიტები, პაწია ნაზი ყური, ხელის მოკიდებაც რომ გაშინებს…  რისთვისაა ეს ყველაფერი? 

განა ჩვეულებრივი ჭიქით უფრო თამამად და ბარაქიანად ვერ დალევ წყალს, ყავას, ჩაის კომპოტს? 

ეს  უმიზეზოდ შექმნილი სილამაზე გეხმარება,  ცხოვრებით ტკბობის ხელოვნების არსს რომ ჩასწვდე.  ფაიფური უმიზეზოდ არ იქმნება,  ის იქმნება, რომ ამქვეყნად მეტი სილამაზე იყოს. 

თავის დროზე ჩინური ფაიფურით შეპყრობილმა ევროპამ ბევრი იწვალა. მეფეებმა ძილი დაკარგეს და  ლამის გაკოტრდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ  ეს ჯადოსნური, მსხვრევადი „არაფრისმაქნისობები“  ხელში ჩაეგდოთ. მერე კი მიხვდნენ, რომ  შეიძლება თავად შექმნა ამგვარი სილამაზე.  

ასე დაიწყო ევროპული ფაიფურის ბრწყინვალე ერა, რომლის გახსენებაც ძალიან, ძალიან შორს, სადღაც პრუსიაში ან საფრანგეთში მოგვახვედრებს. დღეს კი ამისი დრო არ გვაქვს. მითუმეტეს, რომ ამ  სილამაზით სავსე ალი ბაბას გამოქვაბული აქვე, თბილისში,  მტკვრის სანაპიროსთან ახლოს მეგულება.

ინტერნეტმაღაზია  Porcelain and Flowers“ ხაფანგივითაა ყველასთვის, ვისაც სინატიფე უყვარს. ნივთს პირდაპირ ონლაინ აარჩევ ან   შეუთანხმდები შეხვედრაზე,  შეხვალ და ვეღარ გამოხვალ,  რომელიმე პაწია ჭიქას რომ არ ჩაეხუტო, ხელი არ ჩაჰკიდო და სახლში არ წამოაბრძანო.  

ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, თბილისში ბელგიის ანტიკვარიატის მაღაზიებიდან და ძველი ნივთების ბაზრობებიდან ჩამოაქვთ.  

თან ეს  არა მხოლოდ დახვეწილი ფაიფურისა და განათების, ვინტაჟური სამკაულისა და შუშის ნაკეთობების მაღაზიაა. აქვე აღმოაჩენ უნაზეს პლედს და ვერცხლის დანა-ჩანგალს. გარკვეულწილად ეს ჯადოსნური სივრცე ბავშვობის მოგონებების მაღაზიაცაა, რადგან  აქ იყიდება ნივთები, რომლებთან შეხებაც წამიერად აღვიძებს უტკბილეს მოგონებებს

რა ბედნიერებაა რკინის მაღალ ფეხზე შემოსკუპებული სანაყინეს დანახვა.   უცებ გახსენდება, როგორ ზიხარ კაფეში,  მზიან სანაპიროზე. თმა ჯერ კიდევ სველი გაქვს. ზღვის წყალი ნელ-ნელა გისველებს ზაფხულის კაბას, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. ზიხარ და მოთმინებით ელი. სკამი შენთვის ზედმეტად მაღალია. ფეხებს განუწყვეტლივ აქანავებ და  ერთი სული გაქვს,  უკვე ვეღარ ითმენ…  და მერე მოაქვთ ის  ჯადოსნური რკინის თასი – სავსე   ნაყინის ბურთულებით.  მაღალია, კარგად ვერწვდები,  ამიტომ ფეხზე დგები და ნელა,  გულმოდგინედ იღებ  კოვზით შოკოლადმოხეხილი ნაყინის პირველ ლუკმას. მალე, მალე თორემ გადნება და  ცივი რკინის ფიალაში თეთრი ქაფიღა დარჩება.

მაღაზიაში, ცხადია, სანაყინეს ნაყინის გარეშე ყიდიან, მაგრამ ეს ძვირფასი მოგონება, სიამოვნების და უმიზეზო სიხარულის შეგრძნება, რომელიც ასეთ ნივთებს ახლავს ხოლმე თან – შენთანაა. 

მაღაზია „porcelain and flowers“  ყიდის ნივთებს, რომელთა გარეშეც თავისუფლად შეიძლება გაძლოს ადამიანმამაგრამ  მათთან ერთად ცხოვრება უფრო მშვენიერია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.