fbpx

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ფიპრესის ნომინანტია


გააზიარე სტატია

ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ფიპრესის ნომინანტია. 

კობერიძის სრულმეტრაჟიანი ფილმი წელს მონაწილეობდაბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზეც და ის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ საუკეთესო ფილმად დაასახელა. 

 “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართული ფილმია, რომელიც ბერლინალეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ქართულ-გერმანული პროექტია და ის ორი მთავარი პერსონაჟის, ლიზასა და გიორგის სიყვარულის შესახებ გვიყვება. მთავარ როლებს ანა ქარსელაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ამბროლაძე, ოლიკო ბარბაქაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ. ფილმი ქუთაისში გადაიღეს. 

რაც შეეხება, ფიპრესის კრიტიკოსთა დაჯილდოებას, გამარჯვებული ფილმი სანსებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება. 

აღსანიშნავია, რომ კობერიძის ნამუშევარს კონკურენციას ამ კატეგორიაში ოსკარის მფლობელი ორი ფილმი გაუწევს. მათ შორისაა ტომას ვიტენბერგის “Another Round“, რომელმაც ოსკარი საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში აიღო და “მომთაბარეთა მიწა“, რომელმაც 2021 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის მომინაციაში გაიმარჯვა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.