fbpx

კორეული ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი


გააზიარე სტატია

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის ფუტურისტულ, საინტერესო და მიმზიდველ ნაგებობაში განთავსება თანამედროვე კრეატიული არქიტექტურის შთამბეჭდავი მაგალითია. მისი ავტორები დეტალურად აღწერენ, თუ როგორია ნეოარქიტექტურის ეს მართლაც გამორჩეული ქმნილება.

შენობის არქიტექტურა ვერტიკალური კედლებით წარმოქმნილი შემთხვევითი ფორმების კოლექციაა. ორი ქვედა სართული მოწყობილია რეგულარული ბრტყელი ფილებითა და სვეტებით, სადაც პირველი სართული თაღოვანი სივრცეა. იგი გაჭრილია კედლებით და ქმნის დიდ ღია სივრცეს მთავარ მუზეუმსა და საზოგადოებრივ ობიექტებში. გამჭვირვალე მინის ტიხრები კი საჭიროებისამებრ გამოყოფენ ფუნქციურ სივრცეს.

ამგვარი არქიტექტურის მისაღწევად შესაძლებელი გახდა ბეტონზე 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენება, რაც ტრადიციულ შენებასთან შედარებით,  მნიშვნელოვნად  ამცირებს  დროისა და მასალების ხარჯებს საკმაოდ რთული ფორმებისა და სტრუქტურების მისაღებად.

ასევე უნდა ვახსენოთ ეკოლოგიურად მდგრადი აგრეგატების შერევა – თიხა, ბაზალტი და ბოჭკოვანი მინა სხვადასხვა ფერსა და ტექსტურას იძლევა, რაც უაღრესად საინტერესო არქიტექტურას ქმნის.

 

კორეული ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის (NMKL) ნაგებობა ლანდშაფტურადაც ულამაზესია – იგი მთიან არეალშია და სიმწვანეშია ჩაფლული.

 

წყარო: https://architizer.com/blog

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.