fbpx

„წინანდლის თასი“ – კორპორატიული საჩოგბურთო ტურნირი მოყვარულ წყვილებს შორის


გააზიარე სტატია

წინანდლის მამულში ტრადიციულად, ყოველწლიური კორპორატიული საჩოგბურთო ტურნირი მოყვარულ წყვილებს შორის 27-29 აგვისტოს გაიმართება. მონაწილეებს და გულშემატკივრებს უმასპინძლებენ სასტუმროები „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ და „პარკ ჰოტელ წინანდლის მამული“.

„წინანდლის თასი“ სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება. საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან კავშირისა და ახალი კონტაქტების შეძენისათვის, ასევე, ახალ სამუშაო სეზონამდე განტვირთვისა და დასვენებისათვის.

ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. გამარჯვებული 4000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის ჯილდო – 2000 ლარია, ხოლო მესამე ადგილისთვის განკუთვნილია 2-2 ნომერი „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“. ასევე, გათამაშდება სხვა პრიზებიც.

• 27 აგვისტო – წილისყრა, I ჯგუფის რაუნდი და გახსნის ცერემონია;
• 28 აგვისტო – I, II ჯგუფური რაუნდები
• 29 აგვისტო – ნახევარფინალი, ფინალი და დაჯილდოების ცერემონია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.