fbpx

როგორ იქმნება მუსიკა: In Flow: Producers – ჰენესისა და DRO-ს საერთო ვიდეო-პროექტი


გააზიარე სტატია

თუ ქართულ თანამედროვე მუსიკას თვალ-ყურს ადევნებთ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველი არტისტები ძალიან მრავალფეროვან მუსიკას ქმნიან. ფეისბუქსზე ან იუთუბზე, ბოლო დღეებში თუ გადააწყდით ვიდეო სერიებს “In Flow:Producers”, ამაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებოდით.

ვიდეო-სერიები ჰენესისა და უკვე კარგად ნაცნობი ჰიპ-ჰოპ არტისტის, DRO-ს მონაწილეობით შეიქმნა. მასში სხვადასხვა მუსიკოსი თავისი მუსიკის შექმნის ინიციატივაზე, პროცესზე და ტექნიკურ მხარეებზე საუბრობს. In flow: producers ეპიზოდებში წარმოდგენილნი არიან შემდეგი არტისტები: Kordz, ჯერონიმო, ნიკა საბანიძე, მიშო ურუშაძე.

ეს პროექტის მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ იქმნება Track-ები. მაგალითად, Kordz განიხილავს მისი და DRO-ს მიერ შექმნილ მუსიკას “Skeet”, რომელიც მათ საერთო ალბომში არის შესული.

ნიკა საბანიძე Kayakata-სთვის შექმნილ მუსიკაზე საუბრობს, მათ შორის “Polo Palace-ს” შესახებ.

ყველა ეპიზოდის ნახვა ქვემოთ მოცემული ვიდეოს პლეილისტში შეგიძლიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.