fbpx

თიბისის ახალი სივრცეების აღიარება საერთაშორისო მედიაში


გააზიარე სტატია
ავტორი: მარიამ გაბედავა

 

ქვეყანა თავისი საოცარი კულტურით, დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიით და განვითარების წყურვილით  – ასე წერენ საქართველოზე საერთაშორისო მედიაში ,სადაც ქვეყანასთან, როგორც მთავარ კულტურულ კონცეპტთან თიბისი ბანკის პროექტს მივყავართ.

ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მარჯანიშვილი #7-ში მდებარე “Flagship Concept” არის საქართველოს  ინტელექტუალური და კრეატიული ცენტრი –  გაცოცხლებული კულტურით.

„თიბისის გასაოცარი ქართული პროექტი ასე აფასებს“„retail-focus“-ის ბრიტანული გამოცემა  პროექტს, რომელზეც Sheridan&Co-მ, თიბისის გუნდთან, ერთად ორი წელი იმუშავა და შედეგად შეიქმნა 4 სართულიანი სივრცე სრულიად ახალი კონცეფციით, სადაც გაერთიანებულია საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, საერთო სამუშაო სივრცე, მრავაფუნქციური ბიბლიოთეკა, კაფე.  მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი სულ სხვა სამყაროში იგრძნოს. ალბათ, ამიტომაც ვკითხულობთ „designweek”-ში ფრაზას, რომ ქართული პროექტი, რომელსაც თიბისი ბანკი სთავაზობს მომხმარებელს – თბილისის ცენტრში, 100 წლოვანი ისტორიის შენობაში – სრულიად ახალი გამოცდილებაა მომხმარებლისთვის

„გავუმარტივოთ ადამიანების ცხოვრება“ – ის მთავარი სლოგანია, რის უკანაც ორი მნიშვნელოვანი თვისება დგას – თავისუფლება და ადამიანურობა. ამ შინაარსით შექმნა თიბისიმ, „VMLY&R“ -სთან თანამშრომლობით, სრულიად ახალი კონცეპტი საბანკო სფეროში, რომელიც 139 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. უნიკალური ინტერიერის დიზაინი მოექცა „creativemoment“ – ის ყურადღების ცენტრში, სათაურით: „პოსტსაბჭოთა საქართველოში არსებული ბანკები, ქართული მხატვრების ნახატებით – ქართული კულტურის კვალდაკვალ“. სტატიაში ხაზგასმულია ის ძირითადი ფასეულობები, რაც საქართველოს, როგორც ქვეყანას ყველასგან გამოარჩევს.

ციფრული სამყაროს ფეხდაფეხ რასაკვირველია, ფიზიკურად ხელშესახები სივრცეები კვლავაც ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომაც, იწვევს საერთაშორისო აღფრთოვანებას განახლებული ფილიალები, სადაც მომხარებლის ყველანაირი ინტერესი და ქცევაა გათვალისწინებული. “ხის მასალა ინტერიერში, თბილი ფერები, მოხატული კედლები, რომელიც ვიტრაჟებიდანვე იბყრობს ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას  – გვიწვევს სივრცეში, სადაც არ გვაქვს აღქმა, რომ ბანკში ვართ“.  ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა – ქართული სული და ქართული კულტურა. ალბათ იმიტომ, რომ აქ, ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავის თავს, და იგრძნობს იმ ღირებულებებს, რაზეც თიბისი წლების განმავლობაში, ყველა თავისი პროექტით ამახვილებდა ყურადღებას.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის სწორი გზა აირჩია და  განვითარებასაც სწრაფად აუწყო ფეხი. ამ ახალგაზრდა ერს ახასიათებს დინამიურობა – არქიტექტურაში, კრეატიულობა – დიზიანში, გამოირჩევა თავისი კულტურით და სწრაფად ავითარებს ტურიზმის სფეროს. ამიტომაა, რომ ქართული გენი, ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას” – ვკითხულობთ „creativemoment“-ში. და აქ, ახლა, თიბისი ბანკი სიამაყით ამბობს, რომ საქართველოდან – საქართველოსთვის ქმნის  – ქართულ კონცეპტს, რომელმაც მე თუ მკითხავთ, მსოფლიოს სულ სხვა საქართველო აღმოაჩენინა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.