fbpx

CinéDOC-Tbilisi იწყება – საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის მე-9 გამოშვება


გააზიარე სტატია

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, CinéDOC-Tbilisi-ს მე-9 გამოშვება წელს, 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება!

CinéDOC-Tbilisi-ს წლევანდელი გამოშვება ერთი თვის განმავლობაში ჰიბრიდული/ონლაინ ფორმატით გაიმართება. ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

ფესტივალის წარდგენა იგეგმება 15 აგვისტოს,  23:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართველი კინორეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის ფილმით „მზიური“. 

15 აგვისტოდან ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ფესტივალის პარტნიორი საზოგადოებრივი მაუწყებელი ფესტივალის ტელედარბაზში CinéDOC-Tbilisi-ს 11 საუკეთესო ფილმს აჩვენებს. 

შაბათ-კვირას მაყურებელს ფესტივალის  ვებგვერდზე ვირტუალურ კინოდარბაზებში შესაძლებლობა ექნება იხილოს – 10 უახლესი დოკუმენტური ფილმი Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციიდან, რომელიც ფილმებს კავკასიის რეგიონიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან აერთიანებს. 

ასევე დაგეგმილია სპეციალური ჩვენებები და CinéDOC-Young-ის სექციის ფილმები რომლებიც შედარებით ახალგაზრდა, მოზარდ მაყურებელზეა გათვლილი. ვირტუალურ კინოდარბაზში მაყურებელს  საშუალება ექნება  ჩაერთოს ონლაინდისკუსიაში  რეჟისორებთან, რომელთა ფილმებიც Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი.

ფესტივალის ვებგვერდზე ინტეგრირებული იქნება საერთაშორისო ონლაინდისტრიბუციის დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების პლატფორმა DAFilms.com – კიდევ ერთი ვირტუალური კინოდარბაზი წლევანდელი საფესტივალო ფილმების სანახავად.

CinéDOC-Tbilisi-ს კინოკოლექცია ნაჩვენები იქნება აჭარის ტელევიზიის ეთერშიც, რომელიც ასევე ფესტივალის პარტნიორია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.