fbpx

ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად ქართველი მსახიობი დაასახელეს


გააზიარე სტატია

 

ეს ფილმი ქართულ-შვეიცარიული პროექტია, რომელშიც მთავარ როლებს გია აგუნავა, ბებე სესიტაშვილი, მეგი კობალაძე, გიორგი წერეთელი, კახა კობალაძე, ეკა ჩავლეიშვილი და ზაალ გოგუაძე ასრულებენ. 

ელენე ნავერიანის ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე სექციის, Concorso Cineasti del Presente პროგრამაში მონაწილეობდა, რომელში გამარჯვებულსაც მთავარი ჯილდო — “ოქროს ლეოპარდი“ გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ სექციაში სულ 15 კინოსურათი მონაწილეობდა.

 

 

ფილმის სიუჟეტი შავი ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. ახალგაზრდა ქალი, მოე, ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ თავისი ძველი სიყვარულის ისტორიას უბრუნდება და არკვევს, რომ მის ირგვლივ ბევრი მოვლენა ტყუილს უკავშირდება.  

სცენარის ავტორები ელენე  და სანდრო ნავერიანები არიან, მთავარი ოპერატორი კი აგნეშ პაზკოდია.

რაც შეეხება ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარ გამარჯვებულს, წელს ოქროს ლეოპარდი ფილმმა “Vengeance Is Mine, All Others Pay Cash” მოიპოვა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.