fbpx

NINO GOGE GALLERY წარმოგიდგენთ გამოფენას – „Unspoken: Words of Silence and Noise”


გააზიარე სტატია

ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

 

NINO GOGE GALLERY წარმოგიდგენთ გამოფენას – Unspoken: Words of Silence and Noise – მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებები თბილისის ახლგაზრდულ, სუბ- და კლუბური კულტურების შესახებ.

რა აღქმადი, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები გააჩნია ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებს, რა თავისებურებებით გამოირჩევა ის საქართველოს დედაქალაქ თბილისში და როგორ შეიძლება მათი მხატვრული განხილვა საგამოფენო კონტექსტში? გამოფენის ძირითადი კურატორული კონცეფცია და იდეები სწორედ ამ კითხვების გარშემო ერთიანდება.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილისა და ომარ გოგიჩაიშვილის (Hitori Ni) ფოტო ნამუშევრები. ასევე კურატორის მიერ შექმნილი ვიდეო ნამუშევარი, რომელიც, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პირველი არხის არქივისა და პირადი წყაროების ვიდეო მასალების შერწყმით წარმოადგენს მხატვრულ და დოკუმენტურ-რეტროსპექტულ განმარტებას, საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებზე.

გამოფენის პარალელურად, თბილისის კლუბური კულტურის სცენიდან ხუთი მუსიკოსი წარადგენს თავისებურ-შემოქმედებით შესრულებას, რომელიც სუბ- და ახალგაზრდული კულტურების სხვადასხვა მოტივის ესთეტიკური იდეით ხასიათდება. მათ შორის არიან შემდეგი მუსიკოსები და თემები:

  • 31 ივლისი – ნატალია ბერიძე (სიმამაცე)
  • 6 აგვისტო – რეზო ღლონტი (ვნება)
  • 12 აგვისტო – თამადა (გართობა)
  • 24 აგვისტო – ზესკნელ (ბრაზი)
  • 29 აგვისტო – საფილეუმი (ცნობისმოყვარეობა)

მსურველებს გამოფენის დათვალიერება 31 ავისტოს ჩათვლით შეუძლიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.