fbpx

სალომე ჭელიძის „მოზაიკა ზეთით“


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

თვითნასწავლი მხატვარი სალომე ჭელიძე ბავშვობიდან მხატვრობითაა გატაცებული და ახალი საინტერესო სტილითაა გამორჩეული. 

AT.ge-სთან ინტერვიუში გვიყვება, რომ მამას პატარა ასაკიდან ეხმარებოდა რესტორნის ინტერიერის დიზაინში, ეს ამბავი კი ასე გაიხსენა:  რესტორანი ისეთი გამოვიდა, ბოლო სერიაში, აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოში ვიზიტისას ჩვენთან მოიყვანესო. ამ ამბავს The New York Times, CNN და სხვა ცნობილი გამოცემები აშუქებდნენ, რამაც დიდი პოპულარობა მოიტანა. 

სალომე ჭელიძის ის ტექნიკა,რომლითაც ნამუშევრებს ქმნის თავად აღმოაჩინა.ის მოზაიკურ ტილოებს ხატავს და ეს სახელწოდებაც “მოზაიკა ზეთით” თავად შეარჩია.

“აღმოჩნდა, რომ ეს თემა მეტად საინტერესოა და ამ მეთოდოლოგიაზე წერენ სტატიებს აკადემიურ სამეცნიერო ჟურნალებში მთელ მსოფლიოში.”

ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეა “აგორა” მისი ნამუშევრებით დაინტერესდა და ახლა ის აგორას მხატვარია, საიტზე სალომე ჭელიძის ნამუშევრებს შეხვდებით. სექტემბერში ამერიკაში წავა, იქამდე კი აგორას გუნდთან ერთად გამოფენაზე მუშაობს. 

მხატვარი ქართულ-ფრანგული ოჯახიდანაა. კოლექცია “ჟანიოები – ჩემი ოჯახის ამბავი”, სალომე ჭელიძემ საკუთარ ოჯახს, როგორც საფრანგეთის დაკარგულ შვილებს მიუძღვნა. სალომე ჭელიძის ბებია და ბაბუა ლანდშაფტის დეკორატორები იყვნენ, 1937 წელს გადაასახლეს და სწორედ ამ ამბავზეა შექმნილი ეს კოლექცია, რომლიდანაც ერთ-ერთმა ნახატმა საფრანგეთის საელჩოში მუდმივი ადგილი დაიმკვიდრა.

ამ ეტაპზე მხატვარი მუშაობს კოლექციაზე “დიდი ამერიკა”, რომელსაც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩაიტანს. 50 ტილოსგან შექმნილი კოლექციის მიზანი ამერიკის კულტურის გადმოცემაა, ნახატებზე ვიხილავთ ცნობილ ადამიანებს – მუსიკოსებს, პრეზიდენტებს და ა.შ.

სალომე ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის, როგორც მხატვრისთვის, მთავარი დამთვალიერებელია – “ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც ვქმნი, და ეს  ყველაზე მეტად მიხარია”.  

წინ მხატვრის ძალიან ბევრი საინტერესო და ფერადი გამოფენა გველოდება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია დაგეგმილი. სალომე ჭელიძის ნამუშევრები 2022 წელს კანის ფესტივალის დროს ბიენალეზე გამოიფინება, მას ავსტრია, ვენის გალერეა წარადგენს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.