fbpx

SilkTV-ის Amediateka-ს კინოკატალოგიდან საგანგებოდ შევარჩიეთ დოკუმენტური სერიალები და ფილმები


გააზიარე სტატია

ცოტა დოკუმენტალისტიკა არ გვაწყენდა…

ინტელექტუალურია, ფაქტებს ეფუძნება, არავითარი ალეგორია ან სტრიქონებს შორის ეშმაკების ძიება არაა საჭირო. ვინ მოგვიყვება ასე დალაგებულად და თანმიმდევრულად ნამდვილ ამბავს, ისე როგორც დოკუმენტური კინო?!

SilkTV-ის Amediateka –ს კინოკატალოგიდან საგანგებოდ შევარჩიეთ სხვადასხვა ჟანრისა და ესთეტიკის დოკუმენტური მინი სერიალები და ფილმები.

 

A world of calm/მშვიდი სამყარო

ნამდვილი თერაპიაა! სახლის პირობებში, დიდ ეკრანზე, მაღალი გარჩევადობით, თქვენ ნახავთ მარჯნის ქალაქებს, გადამფრენი ფრინველების და უნიკალური ჯიშის ცხენების ცხოვრებას, არაჩვეულებრივ ეპიზოდებს წყალზე და თოვლზე, ადამიანის ხელით შექმნილ ფერადი მინის ნიმუშებს, ხელნაკეთ ნავებს, თვალს მიადევნებთ შოკოლადის და ნუდლების მომზადებას.

ამ დოკუმენტური სერიალის მთავარი ხიბლი სიუჟეტების აუდიოვიზუალური მიქსია, მომაჯადოებელი მუსიკით და უნიკალური კადრებით.

ათი ეპიზოდის გასახმოვანებლად კი საგანგებოდ შეარჩიეს მსახიობები გამორჩეული ხმის ტემბრით: ქეით ვინსლეტი, იდრის ელბა, კიანუ რივზი, კილიან მერფი, ლუსი ლიუ, ნიკოლ კიდმანი, ოსკარ აიზეკი, პრიანკა ჩოპრა, მახერშალა ალი.

დიდი სიამოვნება გელით! შეგიძლიათ გამოეთიშოთ ყოველდღიურობას და ამ დოკუმენტალური სერიალით განმარტოვდეთ ზაფხულის ცხელ ღამეს.

 

Animal conversations/ცხოველთა საუბრები

მეცნიერები ცდილობენ კონტაქტის დამყარებას ფაუნასთან. უსმენენ მათ, იკვლევენ და ნელ-ნელა უახლოვდებიან მიზანს. ეს კომუნიკაცია სულ სხვა თვალით დაგვანახებს ცხოველთა სამყაროს მინი სერიალის ორ ეპიზოდში.

 

Robin Williams  come inside my mind /რობინ ვილიამსი: ჩაიხედე ჩემს გონებაში

ფილმი ყველასათვის საყვარელი მსახიობის, რობინ ვილიამსის გახსენებაა. საოჯახო ქრონიკები, ახლობლების მოკლე ინტერვიუები, მისი ცხოვრების და ვარსკვლავური კარიერის შესახებ  მდიდარი არქივი – ეს ეპიზოდები თან გვახალისებს, თან გვასევდიანებს, რადგან ის აღარ არის.

 

 

Obama: In Pursuit of a More Perfect Union/ობამა:სწრაფვა უფრო სრულყოფილი გაერთიანებისკენ

ბარაკ ობამას „ამერიკული ოცნება“ ახდა.  რა გზა გამოიარა, რა ბარიერები დასძლია, რა შრომა და ცოდნა ჩადო იმისათვის, რომ ქვეყნის პირველი პირი გამხდარიყო?!  სერიალი რასიზმს და სხვა სხვა სოციალურ თემებს ეხება. სულ 3 ეპიზოდია .

 

100 Foot Wave/100 ფუტიანი ტალღა

მან სპორტის ეს სახეობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა და მსოფლიო რეკორდიც მოხსნა.  დოკუმენტური სერიალი 6 ეპიზოდად გვიყვება სერფინგის პიონერზე, გარეტ მაკნამარზე.  მისი დამსახურებაა, რომ მეთევზეთა პატარა დასახლება დღეს სერფინგისთვის ყველაზე პოპულარულ, მიმზიდველ ადგილად იქცა. ერთმანეთზე საინტერესო სერიებია, რაც უდაოდ ერთი მხრივ ამბის თხრობის, მეორე მხრივ ოპერატორის დამსახურებაა.

 

კინოკატალოგი Amediateka სილქნეტის დამატებითი სერვისია. ის ხელმისაწვდომია, როგორც SilkTV სერვისზე, ისე აპლიკაციით SilkGO.   ახლა აქციაა და შეგიძლიათ უფასოდ ჩაერთოთ  სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, აირჩიოთ ინტერნეტ პაკეტი და საჩუქრად  მიიღოთ Silk TV-ის ორასზე მეტი არხი, ამასთან,  გაიაქტიუროთ Amediateka თვეში 3 ლარად – HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC მსოფლიო პრემიერებით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.