fbpx

ნონა გაფრინდაშვილის დაუვიწყარი ისტორია და თბილღვინოს შესანიშნავი ახალი ვიდეო-რგოლი


გააზიარე სტატია

დიდი გამარჯვებები და მსოფლიო აღიარება – საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებში ასეთი მოვლენები არასდროს ავიწყდებათ. ისტორია იწერება და ფაქტები სამუდამოდ რჩება შთამომავლების მეხსიერებაში. განსაკუთრებით ამაღელვებელი კი ეს ყველაფერი მაშინაა, როცა ისტორია ჩვენს თვალწინ ცოცხლდება და ხელშესახები ხდება.

სწორედ ეს გახდა თბილღვინოს ახალი ვიდეო-რგოლის შთაგონების წყარო. კომპანიამ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორია მოეთხრო, მცირე საწყისებიდან – საერთაშორისო წარმატებამდე.

ნონა გაფრინდაშვილმა შეძლო და გახდა ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის. კლიპი სწორედ ამ გზის შესახებ მოგითხრობთ – ამბავი ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან იწყება და ლოუნ პაინამდე (კალიფორნია) მიდის. სწორედ აქ გადაწყდა ყველაფერი, აქ დაიწერა ისტორია.

მთავარი პერსონაჟის ფიქრები, ემოციები და განცდები მხატვრულად არის გადმოცემული და გვაჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წარსული ყველა დიდი წარმატებისთვის, რადგან საწყისი წერტილის ცოდნა მიზნისკენ მიმავალ გზაზე გაძლიერებს, ხოლო გამარჯვების შემდეგ, ახდენილ ოცნებას აზრს ანიჭებს და სხვისთვის შთაგონების წყარო ხდება.

ეს ისტორია ალეგორიულად თბილღვინოს გზაზეც მიგვანიშნებს და გვიჩვენებს, როგორი გამოწვევებით სავსეა მცდელობა, მოუტანო ქართულ ღვინოს მსოფლიო ცნობადობა და წარმატება.

 

 

ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კი 2020 წელს ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე The International Wine Challenge, საუკეთესო ღვინოებს შორის „თბილღვინოს“ საფერავის მიერ მოპოვებული ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტულია, რაც ქართული ღვინის ისტორიული გამარჯვებაა.

ვიდეო კლიპის კონცეფციასა და სცენარზე სააგენტომ „Hans & Gruber“ იმუშავა, კლიპის გადაღებაზე კი „კიო ფროდაქშენმა“, რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.